საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკიდან წასვლის სურვილის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი გარკვეული საკითხის გადაჭრაში მონაწილეობდა.
ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა ბიძინა ივანიშვილი დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია, - განაცხადა უსუფაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე", სალომე ასათიანის გადაცემაში.
„მარტის თვეში, სამი პიროვნება ვისხედით ოთახში და დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გვქონდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ძალიან ემოციური საუბარი. ამ შეხვედრის შემდეგ ორი დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ხელი ჩამოვართვით. ის ერთი იყო ბიძინა ივანიშვილი, ხოლო, ვისაც დაგვემშვიდობა - მე და კვირიკაშვილი. მან თქვა, ახლა, მართლა სამუდამოდ და საბოლოოდ წავედი მეო. გვითხრა, რომ აღარ შეგვხვდებოდა და ტელეფონზე გვიპასუხებდა, თუ ქვეყანა დაიქცეოდა, ჩვენ კი არ დაგვირეკავდა.
ყოფილა ასეთი ვითარებები, როცა დაგვმშვიდობებია და ვერ დაგვმშვიდობებია - 2013 წლის ბოლოსაც, როდესაც გადადგა პრემიერობიდან, ასევე დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაშინ ოთხნი ვიყავი - ღარიბაშვილი, მარგველაშვილი, მე და ივანიშვილი. იქაც, ისევ დავემშვიდობეთ, რომ წავედიო. ვეუბნეოდი, რომ არ უნდა წასულიყო. ვეუბნებოდი პირისპირ და ვლაპარაკობდი საჯაროდ. ვხედავდი, რომ იმ სისტემას, იმ გუნდს, იმ იერარქიას, რომელსაც ქვეყანა ჩაბარდა, არ ყოფნიდა პასუხისმგებლობა, ხედვა, რისკის გაწევის უნარი.
ბიძინა ივანიშვილი ინდივიდუალისტი ადამიანია და ხშირად მითქვამს ხუმრობაშიც - ერთ ნაბიჯზე ენდობით ყველას-მეთქი. კოალიციური ცხოვრება რომ დავიწყეთ, უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოებრივ საკითხებზე მსჯელობისას, გამვლელს ვინც ოთახში შემოივლიდა, ეძახდა - მოდი, მოდი გავაგრძელოთ საუბარიო. უცებ აღმოჩნდებოდა, რომ 20 კაცში ვსაუბრობდით ისეთ თემებზე, რომლებზეც 3 კაცში უნდა გვესაუბრა. ერთ ნაბიჯზე ენდობით ყველას-მეთქი, მეორე და მესამე ნაბიჯზე აღარ ენდობით არავის-თქო.
ბიძინა ივანიშვილმა მიაღწია უპრეცედენტო სიმაღლეებს გარკვეულ სფეროში, მან მიაღწია ასეთ სიმაღლეებს 2012 წელს და მას შეიძლება გაუჩნდა განცდა, რომ ნებისმიერი სიმაღლე შეუძლია მარტივად დაიპყროს. არადა, ეს ასე არ არის და ისტორია გვასწავლის - ხელისუფლების მოპოვება გაცილებით მარტივია, ვიდრე მასთან გამკლავება, მისი ღირსეულად შენარჩუნება და კიდევ უფრო ღირსეული გადაცემა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.