საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის მიერ 2015 წლის აპრილში პარლამენტის თავმჯდომარისთვის პრემიერ მინისტრის პოსტის შეთავაზებასთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"დედა რა იყო ეს? რატომ შესთავაზეს, ან მერე უარი რატომ თქვა. რაღაც საკითხებს ყვება ისეთს, რაზეც პოლიტიკოსებს შორის ჩვეულებრივი საუბარი ხდება, მაგრამ როდესაც ამას პოლიტიკურ განცხადებებში გამოიყენებ, ვფიქრობ, დაბნეულობას და წინაისტერიულ ფონს აქვს ადგილი", - განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მას 2015 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტი შესთავაზა. აღნიშნული განცხადება დავით უსუფაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" სალომე ასათიანის გადაცემაში გააკეთა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.