გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი თევზაძეზე: ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს - გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე
14-09-2016, 03:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე, - ასე უპასუხა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გოდერძი თევზაძის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.

 

 

”ძალიან კარგია რომ ის დღეს არის დაკავებული. მას აქვს სრული უფლება დაიცვას თავისი უფლებები. რადგანაც გამოძიება მიმდინარეობს ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და გაირკვევა რა არის სიმართლე. ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე პოლიციას ჩაბარდა. გუშინ საღამოს ის დასავლეთ საქართველოს პროკურატურაში გამოცხადდა და განაცხადა, რომ სტურუას თვითმკვლელობაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და შიმშილობას იწყებს.

 

 

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დაწერა, სადაც სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი, გოდერძი თევზაძე თვითმკველობამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

 

 

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული მიმალვაში იმყოფებოდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი