გიგა ბოკერია: ეს არის ივანიშვილის გუნდის "საუკეთესო ტრადიციები", ჭიკაიძე იყო ლიდერი ამ სიბრიყვეების და ბოდვის, ახლა მარიონეტი კვირიკაშვილიც ჩაერთო, მეორე მარიონეტ მღებრიშვილთან ერთად
14-09-2016, 03:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ სპეციალური ბრძანებას, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება. იგი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" შიშის ქვეშ იმყოფება, რომ არჩევნებს აგებენ და ამიტომ მიმართავენ "ილუზიურ" მეთოდებს.

 


"ეს არის ივანიშვილის გუნდის, "საუკეთესო ტრადიციები", ჭიკაიძე იყო ლიდერი ამ სიბრიყვეების და ბოდვის, გახსოვთ ალბათ საბურავების ამბავი და ამის შემდეგ 9–ჯერ გამოძიება დაიწყეს. ეხლა, ეს მარიონეტიც, კვირიკაშვილი ჩაერთო, მეორე მარიონეტ მღებრიშვილთან ერთად. ეს ხალხი, იმ საქმის კეთების ნაცვლად, რისთვისაც ისინი აირჩიეს, მთელი ეს ოთხი წელიწადი და ეხლაც არიან დაკავებული აი, ამ ბოდვით. ეხლა არიან შიშში, რომ არჩევნებს აგებენ და აქვთ ილუზია, რომ აი ეს მეთოდები შეუწყობს ხელს ძალაუფლების შენარჩუნებას ივანიშვილისთვის, ეს არის ილუზია. ვერ უშველის ვერც ეს ბოდვა, ვერც ვერაფერი მათ, 8 ოქტომბერს ეს მთავრობა წავა, იმიტომ, რომ 4 წლის განმავლობაში ამ ხალხმა არ აკეთა საქმე და კონცენტრირებული იყო ესეთ მავნებლობებზე", – განაცხადა გიგა ბოკერიამ "რუსთავი2"–თან საუბრისას.

 

 

შს მინისტრის "ბრძანების შესაბამისად, არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს. საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც თავიანთ სამოქმედო ტერიტორიებზე უზრუნველყოფენ: მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების მუდმივ შეფასებას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას; არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა შესაძლო გამოცხადების მიზნით, უსაფრთხოების გეგმის შემუშავებასა და არჩევნების პერიოდში გამოვლენილ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების ორგანიზებას.

 

 

ბრძანების მიზანია, ბოლო პერიოდში საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, არჩევნების დღეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე პოლიციისთვის ერთიანი სამოქმედო სტანდარტების დადგენა. ბრძანებით განსაზღვრულია წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანში და აგრეთვე, მიმდებარე ტერიტორიაზე, საპოლიციო ღონისძიებების განხორციელების საფუძვლები და პირობები.

 

 

ბრძანება ასევე ითვალისწინებს პოლიციელთა ადგილებზე გადამზადებას არჩევნების დღეს მათი უფლებება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით”, -აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი