"მე ვთხოვდი ალეკო ელისაშვილს, მისულიყო პროკურატურაში და გაეკეთებინა განცხადება", - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკრებულოს დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
ელისაშვილის განცხადებას, რომ მას უთვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ არის, პრემიერი ასე პასუხობს:
"თუ იქნება რაიმე საშიშროება, რა თქმა უნდა, რეაგირებას გააკეთებენ სამართალდამცავი უწყებები. მას აქვს ამისი სრული უფლება, თუ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება, ეს უნდა გააკეთოს. ჩვენ გვახსოვს წარსულში განცხადებები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისგან და შემდეგ ასეთი რამ არ დადასტურდა. მე არ ვამბობ, რომ ეს იგივე შემთხვევაა, მაგრამ თუ არის ასეთი რამ, ყველას აქვს უფლება მივიდეს და ინფორმაცია მიაწოდოს სამართალდამცავ ორგანოებს”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
„მითვლიან, რომ დიდი საფრთხის ქვეშ ვარ, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ, - წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში.
”ყველა მხრიდან მითვლიან, რომ რაღაცას მიმზადებენ, რომ თვით ბატონი ბიძინას დავალებაა, რომ მე რაღაც დამმართონ და გამანეიტრალონ. ამას მითვლიან „ოცნებიდან“, შსს-დან, უშიშროებიდან ნაცნობ-უცნობები, ახლობელ-ნაკლებახლობლები. მირჩევენ ვიარო ფრთხილად ... თავის მოკვლას არ ვაპირებ, შანსი არაა - თუ ასე გამოაცხადეს GDS-მა და სხვებმა, "ზნაჩიტ" ეგ იყო გეგმა და არ დაიჯეროთ. დანარჩენზე კიდევ მეცინება. ჩემ ქალაქში ფეხისწვერებზე სიარულს არ ვაპირებ, დავდიოდი და ვივლი ფეხით, თამამად და გულიანად. თუ უბრალოდ ჩემი შეშინება გინდათ, ამაოდ ირჯებით. თუ გაინტერესებთ რატომ - აბრძანდით ჩემ საგვარეულო სოფელში - ხაშურის რაიონის სოფელ სავანისუბანში, რამოდენიმე ელისაშვილს შეხვდით და მიხვდებით რატომ ვართ ეგეთები. ისე კი მთელი სახელმწიფო და მმართველი პარტია მე რომ მებრძვით და შეშინებას ცდილობთ, თქვენ თავს არ ეკითხებით რატომ გაკრიტიკებთ? რატომ დაგიპირისპირდით და რატომ გადავიქეცი დაუნდობელ ოპოზიციონერად? ვისაც სინდისი აქვს იმას ვეკითხები, თორემ ირაკლი და დანარჩენ კობახიძეებს და კიდევ სიაში 11 ნომერი რომაა, იმ ქალს არც მივმართავ”, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.