„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია, - აცხადებს საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
პრემიერი შს მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციას ქმნის.
„რა თქმა უნდა, მე მქონდა საუბარი შინაგან საქმეთა მინისტრთან და არის ინფორმაცია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალის (ყველამ თავისზე მიიღო გუშინ და დაიწყეს ხუმრობები, რომ ჩვენ ვაპირებთ ამას და იმას) და ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ინტერესებში შედის სიტუაციის რადიკალიზაცია. ეს განცხადება ეყრდნობა კონკრეტულ ინფორმაციას, რომლის გამოქვეყნების ვალდებულება მინისტრს არ გააჩნია. ჩვენ ვალდებული ვართ, პრევენციული ხასიათის განცხადება გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიტუაციის რაიმე კუთხით დაძაბვა.
ისინი (ნაციონალები) უარყოფენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქმნინ ორგანიზაციებს, როგორიცაა „საქართველოს ერთგულების სახელით“, რომელსაც პირდაპირ აქვს ამოცანად ის, რომ ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაცია მოახდინოს - მანქანებით დაბლოკონ შესასვლელები, გამოსასვლელები, და ა.შ. ეს ინფორმაციები არსებობს და ეს არის კანონიერი გზებით მოპოვებული ინფორმაციები.
ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ სიტუაცია აურიოს საქართველოში. ჩვენ უზრუნველვყობთ, რომ იყოს მშვიდობიანი არჩევნები. საქართველოს ხელისუფლება კანონით მინიჭებულ ყველანაირ უფლებას გამოიყენებს, რომ რადიკალიზაცია თავიდან ავიცილოთ. საქართველოში არც 2003 წელია, რომ რაღაც პარალელები ავლონ და არც სხვა პარალელების გავლენა არ მინდა, როცა ასეთი რაღაცეები ხდებოდა. ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ დავიცვათ პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია და ის გზა, რომლითაც დღეს საქართველო მიდის. ეს გზა არის დემოკრატიის გზა, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის გზა და არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ არავის უფლებას, რომ ამ გზიდან რამენაირად გადაუხვიოს საქართველომ. პოლიცია კანონით მინიჭებულ უფლებებს, რა თქმა უნდა, გამოიყენებს, რომ არ მოხდეს დაძაბულობა“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
გუშინ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ გარკვეული პარტიები წინასაარჩევნოდ და არჩევნების შემდგომ პროვოკაციებს გეგმავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.