თამაზ მეჭიაური: გამოკვლევების ჩამონათვალში მაინც შეგვიყვანონ - მკვდრებში მაინც ჩაგვწერონ
14-09-2016, 04:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

”თუ ბიძინა ივანიშვილის განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენ შანსი არ გვაქვს და მხოლოდ ორ პარტიას, ”ნაციონალურ მოძრაობას” და ”ქართულ ოცნებას” აქვს შანსი. თუ ხალხის განწყობის მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ ძალიან დიდი შანსი გვაქვს", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა.

 


მეჭიაური უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მისი პარტია არ ხვდება სხვა კვლევებში, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაციები ატარებენ.

 

 

”გამოკვლევების ჩამონათვალში მაინც შეგვიყვანონ - მკვდრებში მაინც ჩაგვწერონ. არსებობს ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ მონაცემები და ამ მიმართულებით მაინც ჩაწერონ ჩვენი პარტია.... განწყობა მოსახლეობაში არის, რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც მათ მიერ იქნება არჩეული და არა ვაშინგტონიდან, ან მოსკოვიდან მართული, თუმცა ხალხში აჩენენ ნიჰილისტურ განწყობებს, რომ მაინც ამ ორ პარტიას ”ქართულ ოცნებას” და ”ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭერს ხალხი მხარს და სხვა პარტიისთვის ხმის მიცემას აზრი არ აქვს”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკური სპექტრის გამრავალფეროვნებისთვის ყველაფერი უნდა გაეკეთებინა.

 


”მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ეს სპექტრი ასეთი მჭლე არ იყოს და მხოლოდ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, ისიც ერთი ცენტრიდან მართულზე იდგეს. ”ქართული ოცნებაც” და ”ნაციონალური მოძრაობაც“ იმართება ვაშინგტონიდან და ფაქტობრივად ერთხელისუფლებიანობასთან გვაქვს ადგილი. ერთს შეხვდა მთავარი მოთამაშის და მეორეს კი, სათადარიგო მოთამაშის როლი. ეს ძალიან ცუდია. მივესალმები, თუ ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუწყობს ამ სპექტრის გამრავალფეროვნებას, რომელშიც იქნებოდნენ ჩვენი ქვეყნიდან მართული პოლიტიკური ძალები”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

მეჭიაური აცხადებს, რომ მისი პარტია სხვა პარტიებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში იმყოფება.

 

 

”კვალიფიციური პარტიები საინფორმაციო ომში გვიგებენ, რადგან ჩვენ არ გვაქვს წვდომა უფასო საეთერო დროსთან, უფასო რეკლამასთან, ბიუჯეტის დაფინანსებასთან. ეს არათნაბარ პირობებში გვაყენებს, მაგრამ ღმერთია ჩვენსკენ. ღმერთმა შვიდიანი მოგვცა და ვისაც ღმერთი სწამს ის თვითონ ხვდება ღმერთის წინააღმდეგ წავიდეს თუ არა”, - განაცხადა მეჭიაურმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი