სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
ამის შესახებ სუს-ის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვიქტორია კლიმიჩევამ Guardian.ge-ს განუცხადა.
„ეს ბრალდება არის უსაფუძვლო. სუს-ი აღნიშნული ჩანაწერის მოპოვებასა და გავრცელებასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს. აუდიოჩანაწერი თუ ვის მიერ იქნა მოპოვებული და გავრცელებული, გამოძიება დაადგენს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო“, - განაცხადა კლიმიჩევამ.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.