ლევან ბერძენიშვილი: არ ვარ დარწმუნებული, რომ გვარამიას უსმენდნენ - მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ
14-09-2016, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი ლევან ბერძენიშვილი ინტერნეტში სატელეფონო საუბრის ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.

 

 

"საერთოდ მოსმენები გულის ამრევია, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ ვარ დარწმუნებული, რომ გვარამიას უსმენდნენ. მე მგონია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მთავრობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბურჭულაძეს მოუსმინონ. ერთს უსმენდნენ თუ მეორეს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს - უნდა გითხრათ პირდაპირ, რომ მოსმენები გულის ამრევია და ამის გამოქვეყნება და ის, რომ ამაზე ვინმე რამეს აწყობს, არ მიმაჩნია სწორად და სამართლიანად, მაგრამ ბურჭულაძის პოლიტიკური პარტია ეს არის ხელოვნური ფსევდოოპოზიცია, შექმნილი ბიძინა ივანიშვილისა და შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელსაც ყოველდღიურად ტოვებენ მთავარი წარმომადგენლები. ეს პარტია უკვე აღარ არსებობს, სამაგიეროდ, აქვს რაღაც შანსები - ყოველ დღე გამოდის მათი მნიშვნელვანი წარმომადგენელი და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, მერე გამოდის ბიძინა ივანიშვილი და ამბობს, მე მაგის კაცი არ ვარ და ა.შ. ეს არის თამაში ორივე მხრიდან და თუ გნებავთ სამივე მხრიდან, მათ შორის „რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის მხრიდან, რომ დახატონ, თითქოს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" გარდა, რომლებსაც ეკუთვნით ეს პარტიაც, არავის შანსი არ აქვს. ეს არ არის სწორი. ეს ორი პარტია ერთად 50 %-ზე მეტს არ ფლობს. მომავალი პარლამენტი არ იქნება ერთპარტიული, ერთ პარტიას არ ექნება არანაირი განსაკუთრებული უპირატესობა, ამიტომ მათ სხვა რამეებზე მოუწევთ საუბარი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე  მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.  

 

 

ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადეს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.    

 

 

სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი