პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება გვარამია-ბურჭულაძის აუდიოჩანაწერის მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.
"საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა ქმნის ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების, სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით საუბრის დაცვის გარანტიებს და უფლების ხელყოფის შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება წინასაარჩევნო პერიოდს, საარჩევნო სუბიექტს და მედია საშუალებას. თავის მხრივ, ინსპექტორი მზად არის კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტზე და ამისთვის მოუწოდებს პაატა ბურჭულაძესა და ნიკა გვარამიას მოგვაწოდონ ინფორმაცია კომუნიკაციის ავთენტურობისა და გამოყენებული არხების შესახებ. ასევე, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვთხოვთ ჩანაწერის გამავრცელებელ მედიასაშუალებას მოგვაწოდოს ინფორმაცია ჩანაწერის მოპოვების წყაროს შესახებ კონფიდენციალურობის დაცვის სრული გარანტიით“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.