ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მასსა და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის შორის საუბრის ამსახველი სატელეფონო ჩანაწერი სრული არ არის, დამონტაჟებულია.
ამის შესახებ მან „TV პირველთან“ განაცხადა.
„ეს საუბარი არის დამონტაჟებული. ეს საუბარი არ არის სრული. ბატონმა პაატამ შემახსენა იმიტომ, რომ არც მომისმენია თავიდან ბოლომდე. ახლახან ვესაუბრე ბატონ პაატას და მითხრა, თუ გახსოვს, მე შენ იმ საუბარში გეუბნები, რომ არც სააკაშვილის ვარ და არც ხელისუფლების და რატომ თქვა მეგრელიშვილმა ასეთი რამო?! ბურჭულაძემ ასეთი რამ მართლაც მითხრა. როგორც მეუბნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისთვის არ მისმენია თავიდან ბოლომდე, როგორც ბურჭულაძე ამბობს გამოქვეყნებულ ვერსიაში ეს მონაკვეთი არ არის.
ვადასტურებ, ბატონმა პაატა ბურჭულაძემ იმ საუბარში არა ერთხელ გამიმეორა და თუ ამ საუბარში არ არის, ნიშნავს, რომ არა მხოლოდ უკანონოდ მოსმენილი და გამოქვეყნებულია, არამედ დამონტაჟებულიც არის“,- განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი. ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.