ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ განსაკუთრებული სითავხედით გვამცნო, რომ ჩვენს საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს
14-09-2016, 06:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ამცნო საზოგადოებას, რომ ის ისმენს სატელეფონო საუბრებს.

 

 

ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი და მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა.

 

 

„ამ საუბარში სკანდალური არაფერია, გარდა იმისა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე, განსაკუთრებული სითავხედით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გვამცნო, რომ ის დიახაც გვისმენს,  რომ დიახაც იყენებს ჩვენს საუბრებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და ამას ასაჯაროებს, რაც ყველაზე უფორ ტრაგიკული და ამაზრზენია ამ ყველაფერში“,-განაცხადა გვარამიამ.

 

 

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე  მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.    

 

 

ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.        

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი  ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.       

 

 

სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი