სამწუხაროდ, ხელისუფლებამ აირჩია, ბოლოა სამი წელია უკვე, „რუსთავი 2“-თან და პირადად ჩემთან მუდმივი პოლემიკის რეჟიმში ყოფნა, - აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
გვარამია მასსა და პაატა ბურჭულაძეს შორის სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის ინტერნეტში გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „როგორც ჩანს, მეტი საქმე არ აქვთ, მათ შორის, არც საარჩევნოდ".
„ის ჩანაწერი, რომელიც დღეს დაიდო, დიახ, ნამდვილად ძალიან სკანდალურია. მაგრამ სკანდალური არის არა მისი შინაარსი, არამედ ფაქტი რომ ხელისუფლებამ მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ყველას გვისმენს, მათ შორის, ქვეყნის წამყვანი ტელევიზიის დირექტორსა და ერთ-ერთი უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის ლიდერს, სავარაუდოდ, ორივეს. გვისმენს და ისევ ძველი ხელწერით აქვეყნებს ამ ჩანაწერს. რუსული საიტის მეშვეობით ტვირთავს youtube-ზე, საიდანაც მყისიერად ხდება reportiori-ის მსგავსი სამთავრობო შავ-ბნელი სააგენტოების მიერ გავრცელება. ის, რომ reportiori სამთავრობო სააგენტოა, ეს ყველამ იცის და არც მალავს ამას არავინ. ერთადერთი შეკითხვა მაქვს, საიდან გაიგო ამ სააგენტომ წუთების განმავლობაში, რომ რუსულმა სააგენტომ რაღაცა ატვირთა youtube-ზე. ამაზე შეკითხვა არის და ეს უაღრესად საინტერესო იქნება სხვათა შორის გამოძიებისთვისაც.
რაც შეეხება საუბარს, მე მიხეილ სააკაშვილთან ჩემი საუბრის მერეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი, რომ ჯერ ერთი ვადასტურებ საუბრის ნამდვილობას, მაგრამ ეს საუბარი არის დამონტაჟებული. მე ვესაუბრები სააკაშვილსაც, პაატა ბურჭულაძესაც, ირაკლი ალასანიასაც, თინა ხიდაშელსაც, შალვა ნათელაშვილსაც - ჩემს საყვარელ პოლიტიკოსს. ყველას ვესაუბრები - ეს არის ჩემი პირადი საქმე, არაფერი უკანონო ამაში არ არის. არაფერი მედიის დამოუკიდებლობასთან ან პარტიების დამოუკიდებლობასთან კავშირში აქ არ არის. ჩვენ ვართ მედია, წინასაარჩევნო რეჟიმში ჩვენ ვთანამშრომლობთ პარტიებთან, მათ შორის, კომუნიკაცია გვაქვს სახელისუფლებო პარტიასთან, უბრალოდ მე პირადად არ მაქვს ეს კომუნიკაცია იმიტომ, რომ არავისთან იქ მე არ ვმეგობრობ. არავინ იქ ღირებული არ არის, ვისაც მე დაველაპარაკებოდი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასთან მაკავშირებს ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა, მათ შორის, მეგობრული ურთიერთობა. „რუსთავი 2“ მისი პარტნიორია დიდი ხანია სქველმოქმედო საქმიანობაში ვგულისხმობ. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის გაშუქებას, ჩვენ ვითვალისწინებთ პოლიტიკური პარტიის ხაზს თუ რამდენად თანხვედრაშია ჩვენს სარედაქციო პოლიტიკასთან. არასდროს არ დამიმალავს, მათ შორის, არც ამ შემთხვევაში, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი და წყალგამყოფი არის პროდასავლური ორიენტაცია. ჩვენ მივიჩნევთ, რომ „ქართული ოცნება“ არ არის პროდასავლური და მასთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის, წინასაარჩევნოდ მათ შორის, წყალგამყოფი“, - განაცხადა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.