”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერები პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს უსმენს.
”სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რომელშიც ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული, სკანდალური არაფერია. თუმცა ის ფაქტი, რომ უშიშროების სამსახური დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელს, ან პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს უსმენს, შემაშფოთებელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ეს ჩანაწერი იმ ვებ-საიტზე გავრცელდა, რომელიც პირდაპირ უშიშროების სამსახურის დაქვემდებარებაშია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, სუს-ის ჩარევა პოლიტიკურ მოვლენებში აქამდეც იყო და ძალიან აქტიურად. ამ ჩარევის შედეგი იყო ის, რომ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის, მათ შორის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წევრებმა, ორი წლის წინ კანდიდატურები მოხსნეს.
ჩვენ ვნახეთ ბურჭულაძის განცხადება, რომ მას სუს-ი უთვალთვალებს. იყო სხვა პოლიტიკური პარტიების განცხადებებიც ამავე თემაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლება ცდილობს არჩევნები ამ გზით მოიგოს. შესაბამისად, ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუმცა მსგავსი ნაბიჯებით, ხელისუფლება და სუს-ი არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენენ. ჩვენ პოლიტიკურ ძალას კონკრეტული გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა არჩევნების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ გადავდგამთ სუს-ის გაუქმება იქნება, რადგან პოლიტიკური პოლიცია ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაუქმდეს ამ ქვეყნაში“, - აღნიშნა სერგი კაპანაძემ.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
აუდიოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.