ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში კინტრიშის ნაკრძალის დემარკაციის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც კინტრიშის ნაკრძალისა და კინტრიშის დაცული ლანდშაფტის საზღვრის დემარკაციის განხორციელებული სამუშაოების შესახებ ისაუბრეს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
პროექტის მიზანი ნაკრძალის ზუსტი საზღვრების დადგენა და სამეურნეოდ გამოყენებადი ფართობების აღრიცხვა იყო.
პროექტი საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და გეოგრაფიული სისტემებისა და დისტანციური ზონდირების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ ორგანიზებით ხორციელდება.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, კინტრიშის ნაკრძალისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.