პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დავით უსუფაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მას 2015 წლის აპრილში ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ მინისტრობა შესთავაზა, ჭორაობას უწოდებს.
ბესელიას თქმით, უსუფაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებებით გაოცებულია.
“გაოცებული და გაკვირვებული ვარ იმ განცხადებებით, რასაც დავით უსუფაშვილი აკეთებს. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ არ ვარგა, როცა ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკოსები და ლიდერები ჭორაობენ. მთელი მისი საუბარი ამ ჭორაობას დაემსგავსა. ყველაფერი, რასაც გიყვებიან, რაც მოგისმენია, რაც გადაგხდენია, რაც სამუშაო პროცესის მიღმა ხდება და რამდენი რამე გაგვიგია, ავდგეთ და ეს ყველაფერი საჯაროდ მოვყვეთ, ან პოლიტიკური ვითარება რას დაემსგავსება, ან პოლიტიკური ლიდერები?! ეს ყველაფერი რას ჰგავს?! გულწრფელად რომ გითხრათ, არც კაცისგან და არც ქალისგან ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია ისაუბრო იმაზე, რაც კულუარებში და დახურულ ფორმატში ხდება, რადგან არის საჯარო სივრცე, სადაც შეიძლება ბევრ რამეზე ისაუბრო, მაგრამ სხვა სივრცე არსებობს, სადაც რაღაცეები რომ ხდება, ყველაფერი არ უნდა ილაპარაკო. რასაც ვისმენ, გაოცებული ვარ!“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მისი შეფასებით, თავად ბიძინა ივანიშვილის მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას საუბარი “უფრო საჯარო სივრცის ნაწილია და ივანიშვილი ფაქტების ანალიზს ერთიან კონტექსტში აკეთებს“.
“არ მგონია, რომ ეს იგივე იყოს, რასაც უსუფაშვილისგან ვისმენთ. თუკი უსუფაშვილს ის არ მოსწონდა, რასაც ივანიშვილი საუბრობდა და ამას ჭორაობა უწოდებდა, მთელი ამ დღეების განმავლობაში, მისი ლაპარაკი რას ჰგავს?! თუ ეს მართლა ჭორაობა არ არის, რა ჰქვია იმას, როცა პოლიტიკური ლიდერები ასეთი საუბრის ნიუანსებს საჯაროდ ჰყვებიან?! გულწრფელობის მომხრე ვარ, მაგრამ რაღაცეები არის, რაც დახურულია. ყველაფერი თუ უნდა მოვყვეთ, რაც გაგვიგია, პოლიტიკური პროცესი საშინელ ფონს და ფერებს მიიღებს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.