ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) ბევრი გამოძიება არ მოუწევს თუ ვინ ჩაწერა და გაავრცელა მისი და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი.
ამის შესახებ გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, სულ 3 სუბიექტია (სუს-ი, „ჯეოსელი“ და ამერიკის სპეცსამსახური) ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა.
მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, ვინც თვალთვალს ახორციელებს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, არის სუს-ი.
„დღეს ბატონი პაატა მესაუბრა, შეიძლება ეს კიდევ გამომიქვეყნონ. 5 წუთის წინ ბატონი შალვა ნათელაშვილიც რაღაც საქმეზე მესაუბრა, ესეც გამოაქვეყნონ შეიძლება, არაფერს გამოვრიცხავ. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ხელისუფლება აკეთებს.
ვის ინტერესში შედის ეს ყველაფერი?! თავისთავად ცხადია იმის ინტერესში, ვისაც უნდა აჩვენოს, რომ პაატა ბურჭულაძე არის სააკაშვილთან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული და მე ვმართავ მას. ვინ არის ეს ძალა ვის ინტერესშიც ეს არის?! ძალიან მარტივი პასუხგასაცემია, ასეთი ძალა საქართველოში ერთადერთია და ეს არის ხელისუფლება.
აქვე გამოვეხმაურები სუს-ის და შსს-ს განცხადებებს. ბევრი გამოძიება მათ არ მოუწევთ, რადგან 3 სუბიექტია, ვისაც შეეძლო ეს გაეკეთებინა, თუ ახლა შიზოფრენიამდე და კონსპირაციამდე არ მივდივართ და არ ვამტკიცებთ, რომ მე ან ბატონმა პაატა ბურჭულაძემ ჩავწერეთ ან ორივემ ერთად, მერე დავამონტაჟეთ და გამოვაქვეყნეთ რუსულ საიტზე თან.
სამი ფიგურანტია სულ ან საკუთრივ უშიშროების სამსახური, იმიტომ რომ ეს ღია კავშირით განხორციელებული ზარია ანუ ჩვეულებრივად მობილური ტელეფონით, ამას ისმენს ან სუს-ი, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს და ზუსტად ისეთ კანონს უყარეს კენჭი, რომელიც ამაზე ხელმისაწვდომობას აძლევს ან პროვაიდერი ამ საუბრის და ეს ორივე შემთხვევაში „ჯეოსელია“. ჩემ შემთხვევაშიც და ბატონი პაატას შემთხვევაში, ორივე "ჯეოსელის“ აბონენტები ვართ ან როუმინგის ოპერატორი ანუ აშშ-ის სპეციალური სამსახური.
ვისზე აქვს ეჭვი ხელისუფლებას?! მე ეს ძალიან მაინტერესებს დაუსვას შეკითხვები ამერიკულ მხარეს, დაუსვან შეკითხვები „ჯეოსელს“, მაგრამ ყველამ ვიცით ამ შეკითხვაზე პასუხი რაც არის, ჩვენ გვისმენს, გვითვალთვალებს, გვიღებს, იწერს და ამას შემდგომში აქვეყნებს ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, სუს-ი.
შსს-ს და პროკურატურას არ ვენდობი. არცერთი გამოძიება არ ყოფილა ბოლომდე მიყვანილი და არც ამას მიიყვანენ. რა თქმა უნდა, მივცემ ჩვენებას, ეს ჩვენება შემოიდება თაროზე. როგორც კი ეს ხელისუფლება შეიცვლება რეფერენდუმით 2016 წელს, ეს ჩვენება თაროდან ჩამოღებულ იქნება და სამართლიანობის აქლემი დაიჩოქებს იმ კართან, რომელთანაც დაიჩოქებს, ეს კარი ერთადერთია და სოლოლაკში მდებარეობს.
ჩვენ არ ვართ ნეიტრალური სამაუწყებლო ტელეკომპანია, ჩვენ გვაქვს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა და ამ სარედაქციო პოლიტიკას აქვს თავისი წითელი ხაზები“,-განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.
ჩანაწერის ნამდვილობას ნიკა გვარამია ადასტურებს და აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.