პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე ინტერნეტსივრცეში „რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას და მოძრაობა ’სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის, პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება.
”ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, შემდეგ გავრცელება. ასევე რაც ყველაზე მთავარია, მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნდა დასრულდეს მედიის მიერ ასეთი ჩანაწერების ტირაჟირება, რადგან ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი. მართალია, ამ საუბარში არავითარი სკანდალური არ არის, რასაც ჩვენ მიგვაჩვიეს მთელი ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არის ორი ადამიანის კერძო საუბარი, მათი პირადი სივრცე. რა თქმა უნდა, თუ იქნებოდა ამ ადამიანების სურვილი, მათ შეუძლიათ გაავრცელონ რომელ მედიასაშუალებაშიც უნდათ იქ, მაგრამ მედიასაშუალებების მიერ ამ ყველაფრის ასე ტირაჟირება არის დაუშვებელი. ეს არის სამართლებრივი ჩარჩოებიდან და სივრციდან გასვლა. უნდა მივეჩვიოთ და ერთხელ და სამუდამოდ ყველამ გაითავისოს - დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული მედიის წარმომადგენლებით და ნებისმიერი მოქალაქით, რომ მსგავსი ჩანაწერების გაკეთება, გავრცელება და შემდეგ ასე ტირაჟირება, არის დაუშვებელი”, - განაცხადა მიშველაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.