საარჩევნო ბლოკი „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ მიმდინარე წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღასრულებს, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ ცესკო-ს, „თოფაძე, მრეწველები, ჩვენი სამშობლოს“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის აღდგენა დაავალა.
ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ბლოკი გაივლის ყველა პროცედურას და რეგისტრაციის ბოლო დღეს, 18 სექტემბრისთვის მას ექნება რეგისტრაცია დასრულებული.
„მიმაჩნია, რომ სასამართლომ, როგორც კანონშემოქმედმა ორგანომ, გაცილებით ფართო უფლებებით აღჭურვილმა, განმარტა კანონი ისე, როგორც ვერ განმარტავდა ცესკო-ს თავმჯდომარე - მოსამართლემ უფრო ფართოდ განმარტა კანონი, რის საფუძველზეც მას მიეცა უფლება, რომ ჩაეთვალა წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად. იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნებამდე დარჩა 24 დღე, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ გავასაჩივრო და აღვასრულო ის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ „მრეწველების“ სარჩელი დააკმაყოფილა.
„მხარეთა შორის დავის საგანს ადმინისტრაციულ-სამართლებრვი აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენდა, რომლის თანახმადაც საარჩევნო სუბიექტს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაუუქმდა. მოსარჩელე მხარემ, ასევე მოითხოვა საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი პარტიული სიისა და კანდიდატების რეგისტრაციაზე ახალი აქტის გამოცემის დავალება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2016 წლის 8 სექტემბერს წარადგინა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული სია, როგორც წერილობითი ასევე ელექტრონული ფორმით. 2016 წლის 11 სექტემბერს კი, პარტიული სიის წარუდგენლობის მოტივით გაუქმდა ბლოკის რეგისტრაცია.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საარჩევნო ბლოკისთვის რეგისტრაციის გაუქმება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოხდა, შესაბამისად მათი მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის დადგენილ ვადაში წარდგენის თაობაზე, შესაბამისად სადავო განკარგულება ბათილად იქნა ცნობილი.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში“,-ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
„მრეწველებს“ პარტიული სიის წარმოუდგენლობის გამო საარჩევნო რეგისტრაცია მიმდინარე წლის 12 სექტემბერს გაუუქმდა. შესაბამისი განკარგულება ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.