პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტი გამოთქვამს მზადყოფნას ჩაერთოს და ყველანაირი რესურსი გამოიყენოს, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების მზაობა იქნება.
”გვინდა პრეზიდენტის სახელით გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, წინასაარჩევნო პერიოდში პარტიათა შორის სამშვიდობო მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში და ჩვენ მივიღოთ საეტაპო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, თუკი პოლიტიკურ ძალებს შორის ასეთი მზაობა იქნება და ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამგვარი შეთანხმება შედგეს, რითაც მოგებული დარჩება უპირველეს ყოვლისა, ქართული სახელმწიფო და ქართველი ამომრჩეველი”, - განაცხადა ჩიხრაძემ.
პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.