უკრაინული დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პიოტრ გეტმანის სახელობის სახმელეთო ჯარების აკადემიის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი პავლო ტკაჩუკი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ეწვია.
"უკრაინელ სტუმრებს კოჯორში სერჟანტთა მომზადების ცენტრის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ უმასპინძლა. უკრაინის სახმელეთო ჯარების აკადემიის წარმომადგენლებმა ცენტრის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მოისმინეს, ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასპინძლებთან სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
სტუმრები კოჯრიდან კრწანისში გაემგზავრნენ და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) შესახებ ინფორმაცია ასევე პრეზენტაციის ფორმატში მიიღეს, პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კი, სიმულაციური სასწავლო ცენტრი დაათვალიერეს.
უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლებს დღეს დილით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ უმასპინძლა.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსაც ესტუმრებიან", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.