ბაქოში საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.
ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში მინისტრთან ერთად ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე შედიოდნენ, 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროშა ოფიციალურად ჩაიბარა.
ორი წლის შემდეგ საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი უმასპინძლებს.
ბაქოში იმყოფებოდა ევროპის საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ აზმიფარაშვილი და ვეტერანი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი.
ტარიელ ხეჩიკაშვილს აზერბაიჯანელმა კოლეგამ, აზად რაჰიმოვმა უმასპინძლა. მინისტრს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტთან, კირსან ილუმჟინოვთან.
სპორტის სამინისტროს ცნობით, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებებმა ოლიმპიადაზე შესაბამისად მე-10 და 24-ე ადგილები დაიკავეს. ქალებმა 15 ქულა დააგროვეს, 14 ქულა აქვთ ვაჟებს. ბოლო ტურში ვაჟთა ნაკრებმა თურქეთთან 1.5:2.5 წააგო. ქალებმა ავსტრია 3:1 დაამარცხეს. 32 წლის ქართველმა დიდოსტატმა, ბაადურ ჯობავამ საჭადრაკო ოლიმპიადაზე ათ პარტიაში 8 ქულა მიითვალა და პირველ დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ჯობავას მსგავსად, შესანიშნავად ითამაშა ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც 10-დან 9 პარტია მოიგო და ქალთა მე-4 დაფაზე მხოლოდ ჩინელ ჟონგი ტანს (2475) ჩამორჩა, რამაც ქართველ მოჭადრაკეს მცირე ვერცხლის მედალი მოუტანა.
ქალთა გათამაშების გამარჯვებული ჩინეთის ნაკრები გახდა, მეორე პოლონეთი იყო, ბრინჯაოს მედალი პოლონეთმა დაისაკუთრა. ვაჟთა შორის ოქროს მედალი აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელიც ჩემპიონი 40-წლიანი შესვენების შემდეგ გახდა. ვერცხლის მედალი უკრაინის ნაკრებს, ბრინჯაო კი რუსეთს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.