საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ევროკომისარმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხზე. დიმიტრის ავრამოპულოსმა კმაყოფილება გამოთქვა ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს საკითხის კენჭისყრასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა ძლიერი პოლიტიკური გზავნილია ევროპარლამენტის მხრიდან. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტები ახლო მომავალში დაასრულებენ ყველა საჭირო პროცედურას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს ისარგებლონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ევროკავშირთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი ყველა მიმართულებით და განაცხადა რომ ქვეყნის მიერ გატარებული რეფორმები სამაგალითოა.
სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 14 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა ევროპარლამენტის წევრებთან, კერძოდ, ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტთან, რიშარ ჩარნეცკისთან, ლიბერალ დემოკრატიული ალიანსის (ALDE) პრეზიდენტთან, ჰანს ვან ბალენთან, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორთან, კრისტიან პრედასთან, ევროპარლამენტში სოციალისტების ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან, კნუტ ფლეკენშტაინთან.
ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტის რიშარდ ჩარნიცკის განცხადებით, ევროპარლამენტში საქართველოს მეგობრებისთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის დადებითად გადაწყვეტა წარმოადგენს მთავარ პრიორიტეტულ ამოცანას და იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.
„საქართველო, მისი კულტურა, ისტორია ევროპის განუყოფელი ნაწილია. დღეს ორივე მხარისთვის - ევროკავშირისა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესი. თუ ჩვენ გზას ვუხსნით საქართველოსთან ახლო ურთიერთობებს, ამ ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ღია კარი ევროკავშირში. საქართველოს მეგობრებისთვის, ჩემთვის პირადად აღნიშნული გახლავთ მთავარი საკითხი და იმედი მაქვს პროცესის წარმატებით დასრულების“, - განაცხადა ჩერნიცკიმ.
ევროპარლამენტის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა მას საქართველოს მხარდაჭერისთვის, თავის მხრივ ჰანს ვან ბალენმა საგარეო საქმეთა მინისტრს ALDE-ს ფრაქციის სახელით კიდევ ერთხელ დაუდასტურა კმაყოფილება საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თვალაზრისით და აღუთქვა ფრაქციის მხარდაჭერა პროცესის შემდგომი წარმატებით დასრულების საქმეში. საქართველოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს სოციალისტების ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორმა.
სტრასბურგში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე ევროპის სახალხო პარტიის, ლიბერალ-დემოკრატების და სოციალისტების პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს, ევროპარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.