გიორგი მღებრიშვილი: შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო
14-09-2016, 09:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

 


შს სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო.

 

 

როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში და, აგრეთვე, არჩევნების დღეს მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების შეფასებას უზრუნველყოფენ.

 


შს მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით.

 


გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან ერთად დაგეგმილია საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის დეტალური გეგმის და მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა.

 


„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი