შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, გავრცელებული ცნობით, რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს "ეროვნული სირცხვილი" უწოდა. ამის შესახებ BBC წერს.
რესპუბლიკელების გადამდგარი 4–ვარსკვლავიანი გენერლის კომენტარები მას შემდეგ გამჟღავნდა, რაც მის პერსონალურ ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერებმა შეაღწიეს. ელექტრონული წერილები DCLeaks.com–ზე გამოქვეყნდა.
პაუელმა, რომელიც არჩევნების დროს სიწყნარეს ინარჩუნებდა, განაცხადა, რომ "შემდგომ კომენტარს არ აკეთებს", მაგრამ "არ უარუყვია" იმეილების ნამდვილობა.
პაუელის წარმომადგენელმა CBS–ის ახალ ამბებთან საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ პაუელის ანგარიში ჰაკერებმა გატეხეს, თუმცა მათ არ გააჩნიათ ინფორმაცია "თუ ვინ ქნა ეს" და "დამატებით კომენტარს ვერ გააკეთებენ".
პაუელის მიერ ტრამპის მიმართ გამოთქმული შენიშვნები მისი მხრიდან ჟურნალისტ და პაუელის ყოფილ მრჩეველ ემილი მილერთან 17 ივნისს გაგზავნილ იმეილშია მოყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.