ნინო ბურჯანაძე: ყველაფერს ვიღონებთ, რომ ეროვნული გამოცდები გაუქმდეს
14-09-2016, 10:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, განათლება, მეცნიერება, კულტურა და სპორტი საქართველოს გზაა თანამედროვე სამყაროში.

 

 

მისი თქმით, ასწლეულების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო იცნობდა მეცნიერებით, ხელოვნებით, უძველესი და უნიკალური თვითმყოფადი კულტურით.

 

 

„დამოუკიდებლობის ოცმა წელიწადმა ამ თვალსაზრისით, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვერაფრით დაგვამახსოვრა თავი. ქვეყნის ეროვნული ფასეულობების, მისი ბუნებრივი პოტენციალისა და ხალხის შემოქმედებითი ნიჭის წახალისების გარეშე საქართველო დაკარგავს იმ უნიკალურ ადგილს, რომელიც მას რეგიონსა და მსოფლიოში დამსახურებულად ეკავა. მცდარია მოსაზრება, თითქოს პატარა სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს მეცნიერებათა აკადემია, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები, კონსერვატორია, ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა. განათლების სისტემის ღირებულების მთავარ სუბიექტს უნდა წარმოადგენდეს მასწავლებელი და მოსწავლე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე და ჯეროვნად უნდა აფასებდეს მის შრომას. საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ყველაზე ღირებული ინვესტიცია მომავალი თაობის განათლებაში ჩადებული სახსრებია“, - აღნიშნა ბურჯანაძემ „თბილისი მერიოტში“ გამართული საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.

 

 

მისი თქმით, „დემოკრატიული მოძრაობა“ ყველაფერს იღონებს, რათა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის სწავლების ხარისხს.

 

 

„სკოლამდელი განათლება იყოს სავალდებულო; საყოველთაო საშუალო განათლება იყოს სავალდებულო; უნივერსიტეტებს უნდა დაუბრუნდეს რეალური ავტონომია; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემას ჩაუტარდეს რეფორმა; დაშლილი და გაყიდული სამეცნიერო და დარგობრივი ინსტიტუტები აღდგეს; თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაფუძნდეს ახალი სამეცნიერო ინსტიტუტები; შევიმუშაოთ ახალგაზრდობის აღზრდის კონცეფცია, რომელიც, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად, ეროვნულ ფასეულობებსა და ტრადიციებს დაეყრდნობა;

 

 

უმაღლესი განათლება მთლიანად დააფინანსოს სახელმწიფომ; სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მიეცეთ გამოცდების ჩაბარების უფლება და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეექმნათ სახელმწიფოს დაფინანსებით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა; შეიქმნას სტუდენტური სახელმძღვანელოების ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლისთვისაც ყოველწლიურად ითარგმნება ათასზე მეტი სასწავლო ლიტერატურა, განთავსდება სპეციალურ საიტზე და სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება უფასოდ; განხორციელდეს პედაგოგთა ანაზღაურების რეფორმა, პედაგოგების მინიმალური ხელფასი 1300 ლარი იყოს; სოფლებში აღდგეს საშუალო სკოლები და ბაგა-ბაღები; სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელებს აღუდგეთ პედაგოგის სტატუსი; შეიქმნას სპეციალური ფონდი უცხოეთში სტუდენტების სასწავლებლად გაგზავნის მიზნით. საგანმანათლებლო კრედიტს, უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მთლიანად დაფარავს ფონდი; შესწავლილი იქნას ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების პროგნოზი და დაიგეგმოს შესაბამისი სპეციალისტების მოსამზადებელი პროგრამები; სახელმწიფომ დააფინანსოს ორწლიანი პროფესიული კოლეჯები, რომლებშიც ახალგაზრდები შეძლებენ პრაქტიკული სპეციალობის, ხელობის შესწავლას საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ.

 

 

ყველაფერს ვიღონებთ, რომ გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და, საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, აბიტურიენტები საატესტატო გამოცდების შედეგების მიხედვით ჩაირიცხონ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ნაბიჯი სასარგებლო იქნება როგორც სტუდენტისთვის, ასევე უნივერსიტეტებისა და მთლიანად საზოგადოებისთვის“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 

 

მისი განცხადებით, მსოფლიო კლასის განათლების სისტემის შექმნის გზაზე ეს აუცილებელი და ეფექტიანი ნაბიჯი იქნება, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ფიზიკური კულტურის მხარდაჭერაზე ბავშვებსა და ახალგაზრდებში.

 

 

„სახელმწიფომ განათლებაში საყოველთაო გადამზადება უნდა განახორციელოს. უნდა ამუშავდეს პროგრამა „არცერთი მოქალაქე – პროფესიის გარეშე“ და მის ფარგლებში დაიწყოს ყველა ასაკის მოქალაქეთა თანამედროვე პირობებისთვის აუცილებელი პროფესიებითა და კომპეტენციებით აღჭურვა. საქართველოში უნდა დაარსდეს „ღია უნივერსიტეტი“, რომელშიც უფროსი ასაკის მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოქნილი გრაფიკით მიიღონ თანამედროვე განათლება და საუნივერსიტეტო დიპლომი", - თქვა ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი