ლევან ბერძენიშვილი ზაზა ხუციშვილზე: უკაცრავად, მაგრამ ასეთ კაცს თუ ვერ დავამარცხებ, თბილისში ერთი მდინარე არ ჩამოდის, რამდენიმეა და შეიძლება თავი რამეს მივცე
15-09-2016, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ მისი ბაგებში, საბურთალოზე, ვაჟა–ფშაველას და ნუცუბიძის ნაწილში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენა პირველ რიგში პარტიის გადაწყვეტილებაა, მაგრამ "მთავარი არის, რომ აქ გვყავს ყველაზე მეტი ამომრჩეველი" და ამ უბნებში "ცხოვრობს ისეთი ხალხი, რომლის იმედიც გვაქვს".

 

 

"ფაქტობრივად, მარტო ვიბრძვი, პოლიტიკური ბრძოლა ვისთან უნდა გავმართო, გაკოტრებულ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და პეტრე ცისკარიშვილთან ძნელია ძალიან. მათ პრობლემა აქვთ, ჰყავთ ამომრჩეველი, რომლის გარდა 1 კაციც არ მისცემს ხმას. "ქართულ ოცნებას" ჰყავს წარმოდგენილი ჩემი საყვარელი ჯგუფის ვოკალისტი და ხელმძღვანელი ზაზა ხუციშვილი, რომელმაც თქვა რომ უპირატესობები მაქვს მე სხვებთანო და გეტყვით რა უპირატესობები და რატომ ვფიქრობ რომ მასთან გამარჯვება შესაძლებელია. მისი პირველი უპირატესობა - ჩვენ ვართ მმართველი პარტია და გვაქვს მაღალი პროცენტი; მეორე უპირატესობა - ჩვენ გვყავს კვირიკაშვილი; პირადად მისი მესამე უპირატესობა - გამგეობა ჩვენია. უკაცრავად, მაგრამ ასეთ კაცს თუ ვერ დავამარცხებ, თბილისში ერთი მდინარე არ ჩამოდის, რამდენიმეა და შეიძლება თავი რამეს მივცე. მე ვაპირებ ბრძოლას და გამარჯვებას", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი