საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.
"ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პედაგოგებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას.
განსაკუთრებით გილოცავთ მათ, ვისთვისაც დღეს პირველი დღეა სკოლასა თუ უნივერსიტეტში.
დღეიდან თქვენ განახლებული ენერგიით შეუდგებით ყოველდღიურ შრომას ცოდნის მისაღებად. განათლება კი როგორც თქვენი პირადი წინსვლის, ასევე ქვეყნის ერთიანობისა და სიძლიერის საფუძველია.
წარმატებულ, ახალი ცოდნითა და გამოცდილებებით აღსავსე სასწავლო წელს გისურვებთ", – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.