პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სატელევიზიო ფორმატით ჩართვა "ქართულ ოცნებას" "რაიმე პოზიტიურს" ვერ მოუტანს. ამის შესახებ ცისკარიშვილმა გაზეთ "რეზონანსთან" ისაუბრა.
იგი ამბობს, რომ ნებისმიერი სუბიექტი, გარდა "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატების", ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობის" და ნაციონალური მოძრაობისა", "მზად იქნებიან, შემოთავაზების შემთხვევაში იმ კოალიციის ნაწილი გახდნენ, რომელსაც "ქართული ოცნება" პარლამენტში შექმნის".
"რამდენიმე დღეა ვაკვირდები, როგორ არიგებს ხალხს ჭკუას კადრებთუხუცესი ივანიშვილი. ვერ ვიტყოდი, რომ მისი ამგვარი ფორმით წინასაარჩევნო გარემოში ჩართვა პარტიას რაიმე პოზიტიურს მოუტანს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს აუცილებლობად იქცა. ეს ერთგვარი თავგანწირვაა "ქართული ოცნების" სოლისტისა, რომელმაც გააქტიურება მოინდომა, რათა მის ლიდერებს არ შერცხვეთ. საინტერესო ისაა, რომ ბატონი სოლისტისგან სატელევიზიო სივრცეში სხვადასხვა პარტიის მისამართით აბსოლუტურად განსხვავებულ შეფასებებს ვისმენთ. იგივე შემთხვევა იყო "პატრიოტთა ალიანსთან" მიმართებაშიც, როცა ბატონმა ივანიშვილმა ინაშვილის მიმართ მკაფიო სიმპათიები გამოხატა. ნებისმიერი განსხვავება მოქმედ პრემიერსა და კადრებთუხუცესს შორის კვირიკაშვილის უაღრეს თავდადებას ავლენს, რადგან ამით ის ბატონი სოლისტის ნებას არ დაჰყვება. საამისოდ ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება. იგივე პრეზიდენტისა და მისი სასახლის ამბავი, როცა ბატონი სოლისტის აზრს მოქმედი პრემიერის მოსაზრება არ ემთხვეოდა. ეს მაშინ დავის საგანი არ გამხდარა, ესეც იმიტომ, რომ დავის ფაზაში თავად კვირიკაშვილი არ გადავიდა. ჩემი აზრით, ნებისმიერი სუბიექტი, გარდა "რესპუბლიკელების", "თავისუფალი დემოკრატებისა" და ბურჯანაძის პარტიისა, მზად იქნებიან, შემოთავაზების შემთხვევაში იმ კოალიციის ნაწილი გახდნენ, რომელსაც "ქართული ოცნება" პარლამენტში შექმნის. ცხადია, "ნაციონალური მოძრაობაც" გამორიცხულია. აქვე "ოცნების" პარტნიორად თავისუფლად შეიძლება მოვიაზროთ "პატრიოტთა ალიანსიც", რომლის მიმართაც ბატონმა სოლისტმა გარკვეული სიმპათიაც კი გამოხატა", - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.