გიორგი კვირიკაშვილი: გერმანიაში მცხოვრები ქართველი მოქალაქეების ჩადენილი დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მიგრანტების ყველა ჯგუფთან შედარებით
15-09-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო იყო და არის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში ევროკავშირის ერთგული, უნარიანი და სანდო პარტნიორი.

 

 

ამის შესახებ კვირიკაშვილმა New Atlanticist-ის კორესპონდენტთან, აშიშ კუმარ სენთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ქართულ თარგამნსაც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კრიმინალთან საბრძოლველად ბოლო ორი წლის განმავლობაში გერმანიამ და საქართველომ გააღრმავეს თანამშრომლობა და კონკრეტული შედეგები უკვე სახეზეა.

 

 

„გერმანიაში მცხოვრები ქართველი მოქალაქეების ჩადენილი დანაშაულის დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ამ ქვეყანაში მცხოვრები მიგრანტების ყველა ჯგუფთან შედარებით. ასე რომ, საქართველოსა და გერმანიას შორის მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შემოღება არ წარმოადგენს არავითარ რისკს დანაშაულებრივი მოქმედებების ზრდის მხრივ. 

   

 

ბოლო წლებში საქართველო ასევე წარმატებით ებრძვის ორგანიზებულ დანაშაულს შინ. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ თანამშრომლობას ამ საკითხებზე გერმანიასა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა აღმოვფხვრათ ქსელური დანაშაულებრივი საქმიანობის რისკები“,-განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი