არმაზ ახვლედიანი: კახა კალაძე პირადად აძლევს მითითებებს სუს-ის ხელმძღვანელებს, ვის მოუსმინონ, ვინ აშანტაჟონ
15-09-2016, 03:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის #69 ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, კახა კალაძეს საარჩევნო პროცესის პარალიზებაში ადანაშაულებს. ბათუმში გამართულ ბრიფინგზე არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ჭავჭავაძის ქუჩაზე მისი ბანერის გაკვრას საკრებულოს განკარგულება არ კრძალავდა და უშუალოდ კახა კალაძის მითითებებით არის მცდელობები საარჩევნო „ოპონენტების გათიშვის“. "ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივნის თქმით, მისი მხარდამჭერების შანტაჟში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მონაწილეობს.

 

 

„ბათუმის საკრებულოს განკარგულება არ კრძალავდა ჩემს ბანერს, მეორე მხრივ დავინტერესდით ამ განკარგულებით და ჩვენმა იურისტებმა აღმოაჩინეს, რომ განკარგულება თავისი არსით ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსს. ამ თემებით ჩვენ მივმართეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოსამზადებელი სხდომა 19 სექტემბერს ჩაინიშა და მე მჯერა, რომ მოსამართლე უერთგულებს კანონს და სამართლიანობას. მეორე საარჩევნო ბანერთან დაკავშირებით მოხდა შემდეგი რამ. გრიბოედოვის ქუჩაზე ამხანაგობასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, კიდეც გადავიხადეთ თანხა, მაგრამ ამხანაგობის ხელმძღვანელმა ბოლო მომენტში უარი გვითხრა, მაგრამ ვერ დაასახელა ვისგან მიიღო ინსტრუქცია. ჩვენ გვაქვს სრული უფლება მივიდეთ და ეს პლაკატი იქ გავაკრათ, მაგრამ კარგად ვიცი რა დღეში შეიძლება ჩავაგდო ამ ჩემი მოქმედებით ჩემივე თანაქალაქელები. არ მიღირს არც ერთი პლაკატი და ბანერი და არც ერთი გამარჯვება იმად, რომ ჩემი თანაქალაქელები იყვნენ ამ დღეში, შეშინებულები, თავდაღუნულები, ამიტომაც ამას არ გავაკეთებ ახლა და ვიტყვი უარს იმ კედელზე საარჩევნო პლაკატის გამოკვრაზე.

 


დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იგეგმება პარტიის გენერალური მდივნის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელის კახა კალაძის მიერ. სწორედ მისი კონკრეტული უშუალო მითითებებით აქაური ქვეშევრდომები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ პარალიზება მოახდინონ საარჩევნო პროცესის და რეალური ოპონენტები გამოთიშონ საარჩევნო პროცესიდან. ეს ხდება ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში, არაერთხელ მივმართე პროკურატურას, დაინტერესდეს ყველა იმ ფაქტით, რაზეც ორი თვეა ვსაუბრობ და ეხება შანტაჟს, გადაბირებას, მოსყიდვას და ამაში ჩართულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.

 


მართალია კალაძე, აღარ არის მთავრობის წევრი, მაგრამ ის პირადად აძლევს მითითებებს სუს-ის ხელმძღვანელებს, ვის მოუსმინონ, ვინ აშანტაჟონ, ვისთან როგორი ურთიერთობები ჰქონდეთ, ეს არის უაშუალოდ მის მიერ მართული პროცესი, პირდაპირ ვადანაშაულებ მას და მოვითხოვ პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში არის არნახული დემოკრატიული საარჩევნო კამპანია, ცოდავს, რადგან კვირიკაშვილი პრაქტიკულად მფარველობს ყველა იმ გადაწყვეტილების მიმღებს, დაწყებული კალაძიდან, დამთავრებული ვოლსკით, რომლებიც ქვეყანაში თავად ურევენ სიტუაციას და ამას სხვას აბრალებენ“, - აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი