ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს, თუმცა ევროპელები ასაკის აწევისკენ არიან მიმართული ძირითადად.
ამის შესახებ ივანიშვილმა რაჭაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთაში საპენსიო ასაკის დაწევა გაცილებით იოლია, ვიდრე მთელ საქართველოში.
ივანიშვილის განმარტებით, საპენსიო ასაკის დაწევა ბიუჯეტთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა უნდა გაიზარდოს.
„მთის კანონსაც სჭირდება შემდგომი დახვეწა და გაღრმავება. ჩვენ არ გვაქვს უახლეს ისტორიაში ქვეყნის მართვის დიდი გამოცდილება. უნდა ვისწავლოთ ბიუჯეტის კითხვა და განკარგვა. როგორც ოჯახის ბიუჯეტია, ისეა ქვეყნის ბიუჯეტი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფო, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ბიუჯეტი. მთელი პრობლემაა სულ როგორ მივუდგეთ ბიუჯეტს. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საპენსიო ასაკმა დაიწიოს, თუმცა ევროპელები ასაკის აწევისკენ არიან მიმართული ძირითადად თუ აკვირდებით.
მთაში ხალხი უნდა დაბრუნდეს, მთაში საპენსიო ასაკის დაწევა შეიძლება განიხილებოდეს და ეს იქნება გაცილებით იოლი, ვიდრე მთლიანად მთელ საქართველოში, რამეთუ ეს ყველაფერი კავშირშია ბიუჯეტთან და ძალიან უნდა ვიაქტიუროთ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში ჟურნალისტებმა და მოსახლეობამ ადგილობრივი გამგეობის მეშვეობით. ძალიან უნდა ვიაქტიუროთ, როდესაც ბიუჯეტის პირველი პროექტი გამოდის, სამჯერადი განხილვა მიდის და ეს ყველაფერი ქვეყნდება და ყველას შეუძლია მიიღოს ციფრები, რამდენი სჭირდება ჯარს, პოლიციას, სახელმწიფო სტრუქტურებს. შემდგომ პენსიებს აქვს ყველაზე დიდი წვლილი ბიუჯეტში მოგეხსენებათ, საპენსიო ფონდი ყველაზე დიდი ნაწილია ბიუჯეტის. აქ უნდა ვიმსჯელოთ და საზოგადოება უნდა მიეჩვიოს ამას და კითხვები უფრო ნაკლები დარჩება და ხელისუფლების კონტროლი გამძაფრდება, რომ ხელისუფლებამ არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც ნაკლებ საინტერესოა საზოგადოებისთვის და შეიძლება მათ პოპულარიზაციას უფრო შეუწყობდეს ხელს.
უნდა გაგვწვდეს და გადაგვწვდეს ის ბიუჯეტი, რაც გვაქვს და ეკონომიკა უნდა გავზარდოთ და ამის შესატყვისად უნდა მოვახერხოთ საპენსიო ასაკის დაწევა“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.