ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ არსებობს დიდი ეჭვი ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძეს შორის გაკეთებული აუდიოჩანაწერი თავად ნიკა გვარამიამ გაავრცელა.
„ვიცი, რომ გამოძიებაა დაწყებული. სხვათა შორის, მე როგორც ვიცი, ამერიკაში ესაუბრებოდა ერთი მეორეს და ასეთი სატელეფონო ზარები ყველაზე სუსტ ქვეყნებსაც შეუძლიათ მოისმინონ და ეს არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს. სხვა სახელმწიფოებიც ქვეყნის შიგნითაც თავისუფლად მოგვისმენენ არც ამის პრობლემა არ არსებობს, დღეს, ტექნიკა ისე განვითარდა.
გამოძიება მიდის, მაგრამ დავადანაშაულოთ ხელისუფლება - არა, უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში, ხელისუფლებამ გააკეთოს განმარტებები, არის თუ არა მონაწილეობა. ეჭვი - კი ბატონო, ეჭვი შეგვიძლია, რომ გვქონდეს, რამეთუ ისევ რესურსებთან არის კავშირში. მათ ამის საშუალება აქვთ სხვაზე მეტი. მაგრამ ამიტომ დავადანაშაულოთ ხელისუფლება, ასე არ შეიძლება. თანაც, ვინ ადანაშაულებს ამას?! - ნიკა გვარამია, რომელიც მოსმენების სპეციალისტი იყო. მთავარი პროკურორის მოადგილე გახლდათ, საიდან მოხვდა „რუსთავი 2“-ის დირექტორად და როგორ კბილებით იცავს თავისუფალ მედიას პროკურორის ყოფილი მოადგილე და რატოა იქ არავინ კითხვას აღარ სვამს. როგორ საუბრობს თანაც.
ჩანაწერი რომ ნამდვილია, თვითონ დაასაბუთა. ამით ეჭვსაც აღრმავებს, რომ მას ეს უნდოდა პრინციპში, რომ თავისი ვაჟკაცობა ეჩვენებინა ეტყობა „ნაციონალებისთვის“ თუ საკუთარი გუნდისთვის, თუ მოსახლეობას ისე გვემუქრება არ ვიცი, მაგრამ დიდი ეჭვები არის, რომ მანვე გაავრცელა ეს და მას შეეძლო ყველაზე იოლად საკუთარი ნასაუბრები გაევრცელებინა.
მან აჩვენა როგორ უჭირავს ხელში პარტია მთლიანად. ჩანაწერში კარგად ჩანს დამოკიდებულება, როგორი აღშფოთებულია, რომ რომელიღაცა წევრმა, მეგრელიშვლმა მგონი, თქვა, რომ რაღაც თემატურ საკითხებში თანამშრომლობა შეიძლება „ქართულ ოცნებასთან“, ზოგადად არა. ლამის, ტყავი გააძრო კაცს, პარტიის ლიდერს, რომ ასეთი რამე როგორ გაბედეთ, ამას როგორ ამბობენ შენს პარტიაშიო და ის როგორ იმართლებს თავს. აი, ეს არის აქ მთავარი - დამოკიდებულება ნახეთ და თავისუფალი მედიის წარმოჩენა უნდათ „რუსთავი 2“-ის სახით“,-აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა. ბიძინა ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებით ნიკა გვარამიას სურს, აჩვენოს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს ყველაფერს.
„რა როლი აქვს დღეს „რუსთავი 2“-ის დირექტორს - აი, ეს არის საოცრება, ამას უნდა ყურადღების მიქცევა. სხვა დანარჩენი ყველაფერი პრინციპში ვინც არიან ეგენი და რა ხელწერაც აქვთ, საზოგადოებისთვის გასაოცარი არაფერია. სხვათა შორის, ლეგალიზებაც შეიძლება მაგისთვის უნდათ, რომ ის ძალადობა, რაც აქვთ დაგეგმილი აი ამით გამაგრდნენ, რომ ჩვენ რამდენი შეგვიძლია - შეხედეთ, იქაც ვმართავთ, ამასაც ვმართავთ, იმასაც ვაკეთებთ, ამასაც ვაკეთებთ, ამიტომ გამოგვყევით, რევოლუცია... ვიღაცებს ამაგრებენ ესენი, ვიღაცამ თავი უნდა გასწიროს, თავი უნდა გადადოს, რაღაც კანონი უნდა დაარღვიოს, ამისთვის შემზადება უნდა. ამ შემზადებას ზურგი უნდა ჰქონდეს მაგარი, ვიღაცამ რომ გარისკოს. გვარამიას ერთ-ერთი ტრიუკი მაჩვენებელია იმის, რომ - აგერ ვართ, ყველას ჩვენ ვაკონტროლებთ და ყველაფერს“,-განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.