აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, რომ "რესპუბლიკური პარტია" უნდა გამხდარიყო მმართველი ძალა და დავით უსუფაშვილი პრემიერ მინისტრი, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, რეგიონულ მედიასა და ადგილობრევებთან შეხვედრისას.
ივანიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ წევრებს "აუტანლობა" ჰქონდათ, როგორ შესთავაზებდა მას პრემიერ მინისტრობას - "ხომ გადაირეოდა "ქართული ოცნება" და საზოგადოება"?
"უსუფაშვილი გახარებული ამბობდა, კარგი პრემიერ მინისტრია კვირიკაშვილიო. მას პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, ასე ვთქვათ. უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა, გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. ტყუილია, თითქოს მან მიკარნახა კვირიკაშვილზე - ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა. როგორ იმართლებს თავს, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე იყო და რატომ არ გამოუვიდა არაფერი, მას გამოუცხადეს დებოში თუ ამბოხი და არ მიდიოდნენ სხდომებზე.
სწორედ ეს მივანიშნე მე უსუფაშვილს. იმისთვის, რომ ეზრუნა "რესპუბლიკურ პარტიაზე", ყველაფერს ანგრევდა. ეს იყო მიზეზი, რომ შევთავაზე მე მას, რომ დაეტოვებინა პარტია. ეს ჩემი იდეა იყო. თანაც პარტიაში აუტანლობა იყო უკვე. მე მაქვს მხედველობაში, რომ კოალიციაში იყო აუტანლობა მათ მიმართ. კოალიციაში მყოფი პარტნიორები ოპოზიციაში მოევლინებოდნენ შემდეგ უკვე პარტია "ქართულ ოცნებას". ყველა წევრი კოალიციის აღშფოთებას გამოხატავდა სწორედ რომ "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ და მისი ქცევების მიმართაც. მას ვთავაზობდი, რომ იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო, 2015 წლიდან მოყოლებული სწორედ ამ ტიპის საუბრები მქონდა მე უსუფაშვილთან და არავითარი შეთავაზებები არ ყოფილა. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, როდესაც ასეთ სისულელეს ამბობს, მე დამჭირდება ამაზე დამატებითი განმარტება საზოგადოებისთვის. მენეჯმენტში წარმოდგენა არ აქვს მას, იცოდა რა მდგომარეობა იყო კოალიციაში, როგორი აუტანლობა იყო "რესპუბლიკური პარტიის" მიმართაც. მე მქონდა ამაში როლი, რომ არ დაშლილიყვნენ და ვიჭერდი, რომ ამათ წინააღმდეგ არაფერი მომხდარიყო.
ორი შემთხვევა დავასახელე, როგორ შეეკვრნენ "ნაცებს" და დაუპირისპირნენ "ქართულ ოცნებას". ასეთ სიტუაციაში, რაც უსუფაშვილმა კარგად იცის და კარგად იციან გუნდის წევრებმაც, როგორი დაძაბული სიტუაციაც იყო, როგორ შევთავაზებდი მას რამეს. ისინი საკუთარ პარტიაზე გადაგებული ყველაფერს ამსხვრევდნენ. როგორ წარმოუდგენია ამ ყველაფრის შემდეგ, რომ უეცრად გადავწყვიტე მე რომ უსუფაშვილი გახდებოდა პრემიერი? ხომ დაინგრეოდა "ქართული ოცნება" მთლიანად და გადაირეოდა საზოგადოება. როდესაც შევიცანი და დაიწყო, როდესაც "გაუპრავა" პრეზიდენტს პირველი რაღაც და არა კანონზე იმუშავა, აქედან მოყოლებული ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც კარგავდნენ ყველაფერს. ასეთ ალოგიკურ სიცრუეს იტყვის კაცი, რომელმაც მენეჯმენტი არ იცის. როგორ შეიძლებოდა "რესპუბლიკური პარტიისთვის" ძირითადი მენეჯმენტის შეთავაზება, ხომ დაინგრეოდა და დაიშლებოდა მთელი ქვეყანა. მომავალში, ასეთი პირადულ განცხადებებზე განმარტებებს აღარ გავაკეთებ. ამის სიცრუეზე და ამის ზღაპრებზე ასეთ ფართო განცხადებებს აღარ გავაკეთებ, ისევე როგორც ბერძენიშვილის მხილებებზე ვეღარ გავაკეთებ განმარტებებს....
ორი საომარი მხარე რომ ხვდება ერთმანეთს, იქედან გამოსული პოლიტიკოსებიც კი ახერხებენ, რომ შიდა საუბრები გარეთ არ გამოიტანონ. მივანიშნე ერთხელ მე უსუფაშვილს კაცობაზე და თვითონ ამაზე პრეტენზია არ აქვს. თუ ამით ცდილობს, რო ხმები მიიღოს, მე ვფიქრობ რომ საბოლოოდ დაკარგავს და განულდებიან. არაეთიკურია ეს პოლიტიკურად. მე როდესაც გავაკრიტიკე "რესპუბლიკრური პარტია", არც ერთი შიდა ინფორმაცია არ გამომიყენებია, ეს არის ნორმა. მაგრამ მას თუ სურვილი აქვს და ფიქრობს რომ მოიზიდავს ამომრჩეველს, ამით საბოლოოდ განულდებიან. ასე რომ, უსუფაშვილის ზღაპრებზე და ბერძენიშვილის მხილებებზე მე ფართო განმარტებებს აღარ გავაკეთებ... ერთ რამეს ვურჩევდი უსუფაშვილს, არ დაემსგავსოს ელისაშვილს", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.