დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია თბილისის ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილისა და მერის მეორე მოადგილის, გიორგი ხელაიას თანამდებობებიდან წასვლის თაობაზე, თუმცა დედაქალაქის მერიის პრეს-სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ბუნდოვანი პასუხი აქვს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ავთანდილ სუდაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით. მისი თქმით, მარგიშვილი და ხელაია გუშინ გვიანობამდე იყვნენ სამსახურში, მაგრამ დღეს სად იმყოფებიან ზუსტად არ იცის. იგი არ გამორიცხავს, რომ ეს ინფორმაცია ჭორი იყოს.
თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინფორმაციით, ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის ვიცე მერის თანამდებობიდან სავარაუდოდ გათავისუფლებულია.
დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ირაკლი აბესაძემ და სევდია უგრეხელიძემ ალექსანდრე მარგიშვილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ირაკლი აბესაძის თქმით, მარგიშვილი რამდენადაც მისთვის არის ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია. აბესაძე აცხადებს, რომ მარგიშვილი დაკავებული თანამდებობისათვის შეუფერებელი იყო და სამარცხვინო იყო, რომ ვიცე მერის თანამდებობას იკავებდა.
სევდია უგრეხელიძის შეფასებით კი, "მარგიშვილი მერიაში კორუფციის მამამთავარია" და ჯოკია ბოდოკიას საქმე ამ თვალსაზრისით მხოლოდ პირველი მერცხალია.
სევდია უგრეხელიძის განმარტებით, "კორუფციულ ქმედებებზე კურთხევის მიმცემი" თბილისის მერიაში მარგიშვილი იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.