"ირაკლი ღარიბაშვილმა დავით უსუფაშვილს ყველა ბრძოლა მოუგო", - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, რეგიონულ მედიასა და ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ყოფილმა პრემიერმა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ მან ივანიშვილისგან პრემიერ მინისტრის პოსტზე შეთავაზება მიიღო, სიცრუე უწოდა. მისი თქმით, "როგორ შესთავაზებდა უსუფაშვილს ამ პოსტს, როდესაც კოალიციაში "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ აუტანლობა იყო".
ივანიშვილმა განაცხადა, რომ უსუფაშვილს გაეხარდა გიორგი კვირიკაშვილის დასახელება ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე, რადგან "მას ირაკლი ღარიბაშვილთან პრობლემები ჰქონდა".
"უსუფაშვილი გახარებული ამბობდა, კარგი პრემიერ მინისტრია კვირიკაშვილიო. მას პრობლემები ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილთან, თუმცა, ღარიბაშვილიც კარგი პრემიერი იყო. ღარიბაშვილმა მას ყველა ბრძოლა მოუგო, ასე ვთქვათ. უფრო ძლიერი ლიდერი და პოლიტიკოსი გამოდგა ღარიბაშვილი, თუმცა, გამოუცდელი მოვიდა, უსუფაშვილმა მასთან ვერაფერი ვერ მოახერხა და ძალიან გაუხარდა კვირიკაშვილის მოსვლა. ტყუილია, თითქოს მან მიკარნახა კვირიკაშვილზე - ზღაპრებს ყვება ამხელა კაცი, საოცრებაა", - განმარტა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.