გიორგი კვირიკაშვილი: "ქართული ოცნების" გზა - ეს არის გაერთიანების, სიყვარულის და აღმშენებლობის გზა
15-09-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა; მომავლის პოლიტიკა არის საქმის კეთება, ადამიანებზე ზრუნვა, მეტი სიყვარული ერთმანეთის მიმართ, გაერთიანება და უკეთესი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს მშენებლობა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა კასპის მოსახლეობას, რომელსაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წარუდგინა.

 

 

"დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავამტკიცებთ, რომ ეს გზა არის უფრო სწორი გზა, ვიდრე ის გზა, რომლითაც ჩვენ გასული 25 წელი ვიარეთ. აღარ შეიძლება იმ გზით სიარული. ახალი გზა გვჭირდება და ეს არის "ქართული ოცნების" გზა - ეს არის გაერთიანების, სიყვარულის და აღმშენებლობის გზა.

 

 

დავასრულოთ ის, რომ ადამიანები არ ინდობენ ერთმანეთს; არ ინდობენ შეურაცხყოფისთვის, ბოროტი სიტყვისთვის. ეს ყველაფერი წარსულს უნდა ჩაბარდეს და ჩვენ უფრო მეტი ერთიანობის გრძნობა უნდა გაგვაჩნდეს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება ასეთი დაპირისპირებით. საზოგადოება უნდა დამშვიდდეს. არ შეიძლება, მუდმივად იყოს დაძაბულობა, ადამიანები ცხოვრობდნენ იმით, ვინ ვის მოუგო წინა საღამოს პოლიტიკურ შოუში, ვინ უფრო მეტი შეურაცხყოფა მიაყენა, ვინ უფრო მეტი პოლიტიკური ტექნიკა გამოიყენა იმისთვის, რომ თავისი უპირატესობა ეჩვენებინა საზოგადოების წინაშე. ეს ყველაფერი უნდა იყოს წარსულის პოლიტიკა. ჩვენ გვინდა მომავლის პოლიტიკა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი