პაატა ბურჭულაძე: შევეგუე უკვე რომ მისმენენ, მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ, ზეწოლაა
15-09-2016, 06:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„შევეგუე უკვე რომ მისმენენ. ეს მე გამოვაცხადე დიდი ხნის უკან და მე მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ, ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება“,-განაცხადა მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

 

 

ბურჭულაძის თქმით, მისი და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერის გავრცელება მოულოდნელი არ ყოფილა.

 

 

„შევეგუე უკვე რომ მისმენენ. ეს მე გამოვაცხადე დიდი ხნის უკან და მე მარტო კი არ მისმენენ, ჩვენზე მოქმედებენ , ჩვენზე ზეწოლაა, ჩვენზე ყველაფერი ხდება - რაც კი შეიძლება მოხდეს საერთოდ ვინმეზე, ხდება ჩვენს პარტიაზე, მაგრამ არაფერია, გავუძლებთ. კანონია - რაც მეტია დაწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ  ბურჭულაძე არც „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტია დას არც „ქართული ოცნების“,  „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, ის ხალხის წარმომადგენელია.

 

 

„მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. ამიტომაც მე არ ვერიდებოდი. თუნდაც ის, რომ ეს საუბარი ნამდვილად იყო, მე ამას ვადასტურებ, თუმცა ამოჭრილია ის, სადაც მე ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ არ ვარ არც „ნაციონალური მოძრაობის“, არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომადგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში. მე რომ მდომოდა რომელიმე მხარის გვერდით ყოფნა, ვინ დამიშლიდა? დავუდგებოდი გვერდით. არ მინდა ბატონებო. მემგონი სულ სხვა რამ არის გასაკეთებელი“, - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

 

 

ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო ჩანაწერი youtube-ზე  მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოქვეყნდა და მისი ავტორია Creative Georgia News-ი.

            

 

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძესთან სპეციალურად ღია ხაზზე დარეკა და მის გამოსაქვეყნებლად სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურს 3 დღეც არ დასჭირდა.    

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის ამსახველი  ჩანაწერის მოპოვებასთან და გავრცელებასთან რაიმე კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

              

 

სატელეფონო საუბრისას გვარამია ბურჭულაძისგან ივანიშვილთან შესაძლო გაერთიანების გამო პასუხს ითხოვს.

 

 

კომენტარები: 3
#3   მერაბი
      
მოსმენებმა და ზეწოლამ ტოტალური ხასიატი მიიღო , მაგრამ მალე ბოლო მოეღება ყველაფერს
15 სექტემბერი 2016 13:05
#2   ლაშა
      
ბატონ პაატას ასეთი უსამართლო მოპყრობა ნამდვილად არ დაუმსახურებია. მას ჩვენი ქვეყნის სიკეთე და წინსვლა უნდა.
15 სექტემბერი 2016 12:43
#1   დათო
      
დიდი ხანია პარტიაზე ხორციელდება ზეწოლა და მთავრობის მხრიდან ამაზე არავინ არ ახდენს რეაგირებას, ეს იმას ნიშნავს რომ ხელისუფლებას აწყობს და ზომებსაც არ მიმართავს
15 სექტემბერი 2016 12:38
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი