IRI: ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია უბნების დაკომპლექტების დროს, საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს გასცდა
15-09-2016, 06:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” გრძელვადიანი საარჩევნო დამკვირვებლების ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მიმოხილულია წინასაარჩევნო კამპანიის გარემო საქართველოში. IRI-ს ანგარიშის თანახმად, ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისია უბნების დაკომპლექტების დროს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულ ნორმებს გასცდა.

 

 

საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში სამუშაოდ შერჩეულთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ ქალები, ასევე, შემოსულია მეტი განაცხადები ახალგაზრდებისგან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ორი პარტიისთვის - „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ - საარჩევნო რიგითი ნომრის ადრეული მინიჭებამ მათ უპირატესობა მისცა საარჩევნო კამპანიაში, რაც უთანასწორობის განცდას ზრდის.

 

 

„საოლქო საარჩევნო კომისიებმა ღია სხდომაზე უნდა შეარჩიონ პროფესიონალი, უპარტიო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წარმოდგენილი რეზიუმეების საფუძველზე. თუმცა, როგორც ჩანს, ზოგიერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ გამოიყენა წინასწარ განსაზღვრული სიები, საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების დროს. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) დაადასტურა, რომ მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ოთხ საარჩევნო ოლქში. სამტრედიაში (იმერეთი) - 300 შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 256 წინასწარ იყო განსაზღვრული; ქობულეთში (აჭარა) - თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი წინასწარ იყო განსაზღვრული;

 

 

სენაკში (სამეგრელო) - 282 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 255 წინასწარ იყო განსაზღვრული; ოზურგეთში (გურია) - თითქმის ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი წინასწარ იყო განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გრძელვადიანმა დამკვირვებლებმა დოკუმენტურად ასახეს რიგი არაოფიციალური მტკიცებულებებისა წინასწარ განსაზღვრულ სიებთან დაკავშირებით, ეს პრეტენზიები ძირითადად მაინც უკავშირდება შეხედულებებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიები გამოირჩევიან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსადმი“ ერთგულებით და/ან განიცდიან მათგან ზეწოლას, საუბნო საარჩევნო კომისიების მმართველი პარტიის მხარდამჭერებით დაკომპლექტების მიზნით. შესაძლებელია, საოლქო საარჩევნო კომისიები წინასწარ ირჩევდნენ თავიანთ ექვს კანდიდატს სხდომაზე დროის დაზოგვის მიზნით და არა მმართველ პარტიისთვის უკანონო ან არაპროპორციული უპირატესობის მინიჭებისთვის ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი