ახალი 2016–17 სასწავლო წლის დაწყება ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საჯარო სკოლისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, მოსწავლეეებს, მასწავლებლებს, მშობლებს პირადად მიულოცეს და ნაყოფიერი, საინტერესო და სიახლეებით აღსავსე წელი უსურვეს. ამის შესახებ Guardian.ge–ს ხონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
დღესვე, გუბის საჯარო სკოლაში 8 აგვისტოს ომში დაღუპული გმირის გოჩა დანელიას მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსდა.
იქვე, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სახელდახელოდ მომზადებული პერფორმანსი წარმოადგინეს და კიდევ ერთხელ უკვდავყვეს ხონელი გმირის სახელი. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტვით მიმართა მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯემალ მებუკემ.
"განსაკუთრებით ემოციურია ეს დღე გუბის ადმინისტრაციული ერთეულის სკოლაში, სადაც გაიხსნა ხონელი გმირის გოჩა დანელიას მემორიალური დაფა. ის იყო ამ სოფლის მკვიდრი, ამ სკოლის ერთ- ერთი წარმატებული მოსწავლე. მან ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლე მიუძღვნა საკუთარ სამშობლოს და ამით ჩვენ მაგალითი მოგვცა გმირობის, სიყვარულის, ერთგულებისა და ღირსეული სიცოცხლისა. მინდა, მადლობა ვუთხრა მის ოჯახს, სოფელს, სკოლას, სამაგალითო ვაჟკაცის აღზრდისთვის. აქვე, მადლობას ვუხდი შემოქმედებით კოლექტივს და ბატონ გიორგი ვაშაკიძეს, რომელმაც მემორიალით კიდევ ერთხელ უკვდავყო გოჩა დანელიას სახელი. უფალს შევთხოვ, ასეთი ლამაზი და მხიარული დღეები, ეს ჟრიამული არ მოშლოდეს ჩვენს მამულს, ჩვენს ხონს, ჩვენს საქართველოს", – განაცხადა ჯემალ მებუკემ.
დღესვე, ხონის მუნიციპალიტეტის 2015- 2016 წლის საუკეთესო საჯარო სკოლის სტატუსი ქ. ხონის მე-2 საჯარო სკოლას მიენიჭა, საუკეთესო დირექტორად ნუნუ მანაგაძე დასახელდა. სიგელი გამარჯვებულ სკოლასა და დირექტორს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხონის სერვის-ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ქობალიამ გადასცა.
წელს ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია 300-მდე პირველკლასელმა გაიარა. თითოეულ მათგანს განათლების სამინისტრომ საჩუქრად ნოუთბუქები და სახელმძღვანელოები გადასცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.