დავით უსუფაშვილმა ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა
15-09-2016, 06:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა ევროპულ კონფერენციაში მონაწილეობს, ორმხრივი სამუშაო შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარესთან, ეიკი ნესტორთან გამართა.

 


შეხვედრისას, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ „მეგობარი ესტონეთის“ მხარდაჭერა საქართველოსთვის ძალიან ღირებულია, განსაკუთრებით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

 


ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ესტონეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე საუბრისას ეიკი ნესტორმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი აღარ დგას იმის თოაბაზე მიიღებს თუ არა საქართველო უვიზო რეჟიმს. მისივე თქმით, ეს მხოლოდ დროის საკითხია და იმედი გამოთქვა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

 


ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მომავალ წელს იგეგმება ნორდიკულ-ბალტიური რვიანის (NB8) ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია, შვეეთი) პარლამენტების თავმჯდომარეების ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტი საერთო მნიშვნელობის საკითხის განხილვა მოხდება.

 


მხარეებმა, ასევე ისაუბრეს საარჩევნო გარემოზე როგორც საქართველოში, ასევე ესტონეთში, სადაც ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ვერ მოხერხდა პრეზიდენტის არჩევა აგვისტოს ბოლოს.

 


სტრასბურგში მიმდინარე ორდღიან ფორუმს ევროსაბჭოს წევრი 47 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები და პარლამენტის წევრები ესწრებიან.

 


ევროპის საბჭოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენცია ორ წელიწადში ერთხელ იმართება და მასში 350-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. ღონისძიებაზე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერაა ორგანიზებული, ევროპის წინააღმდეგ არსებულ გამოწვევებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტების როლზე მსჯელობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი