ბიძინა ივანიშვილი: "რესპუბლიკური პარტია" შეეკრა "ნაცებს" და დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას" - ამის ორი შემთხვევა დავასახელე
15-09-2016, 07:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"რესპუბლიკური პარტია" შეეკრა "ნაცებს" და დაუპირისპირდა "ქართულ ოცნებას" - ამისი ორი შემთხვევა დავასახელე, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში ჟურნალისტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

ყოფილმა პრემიერმა "რესპუბლიკელების" კოალიციაში ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ "კოალიციაში პარტიის მიმართ ყველას აუტანლობა ჰქონდა".

 

 

"დავით უსუფაშვილს იმისთვის, რომ ეზრუნა "რესპუბლიკურ პარტიაზე", ყველაფერს ანგრევდა. ეს იყო მიზეზი, რომ შევთავაზე მე მას, რომ დაეტოვებინა პარტია. ეს ჩემი იდეა იყო. თანაც პარტიაში აუტანლობა იყო უკვე. მე მაქვს მხედველობაში, რომ კოალიციაში იყო აუტანლობა მათ მიმართ. კოალიციაში მყოფი პარტნიორები ოპოზიციაში მოევლინებოდნენ შემდეგ უკვე პარტია "ქართულ ოცნებას". ყველა წევრი კოალიციის აღშფოთებას გამოხატავდა სწორედ რომ "რესპუბლიკური პარტიის" მიმართ და მისი ქცევების მიმართაც. მას ვთავაზობდი, რომ იქნებ ამდენი დესტრუქცია აღარ იყოს-თქო, 2015 წლიდან მოყოლებული სწორედ ამ ტიპის საუბრები მქონდა მე უსუფაშვილთან და არავითარი შეთავაზებები არ ყოფილა....

 

 

მე მქონდა ამაში როლი, რომ არ დაშლილიყვნენ და ვიჭერდი, რომ ამათ წინააღმდეგ არაფერი მომხდარიყო. ორი შემთხვევა დავასახელე, როგორ შეეკვრნენ "ნაცებს" და დაუპირისპირნენ "ქართულ ოცნებას". ასეთ სიტუაციაში, რაც უსუფაშვილმა კარგად იცის და კარგად იციან გუნდის წევრებმაც, როგორი დაძაბული სიტუაციაც იყო, როგორ შევთავაზებდი მას რამეს. ისინი საკუთარ პარტიაზე გადაგებული ყველაფერს ამსხვრევდნენ. როდესაც შევიცანი და დაიწყო, როდესაც "გაუპრავა" პრეზიდენტს პირველი რაღაც და არა კანონზე იმუშავა, აქედან მოყოლებული ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც კარგავდნენ ყველაფერს", - განაცხდა ივანიშვილმა.

 

 

კომენტარები: 1
#1   მ ნულის ფარგლებში ღაფავდა სულს...
      
მე არ ვარ არც "ოცნების" და არც "ნაცების" მხარდამჭერი, მაგრამ უნდა ავღნიშნო, რომ ივანიშვილმა რაც პატივი დასდო "რესპუბლიკელებს", ასეთ ღორობას მათგან მართლაც არ იმსახურებდა. წარმოიდგინეთ, ამ კაცს ასე გადაუხადეს მადლობა და ახლა რას ფიქრობენ იმ ხალხზე, რომელიც მათ არასდროს სწყალობდა და ამ ხალხის გამო მათი რეიტინგი მუდამ ნულის ნიშნულის სიახლოვეს ღაფავდა სულს?..
16 სექტემბერი 2016 03:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი