საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საკადრო პოლიტიკა არც ისე ეფექტურია და გამგებლების დიდ ნაწილს "მართვის ჩვევები" არ აქვს, მაგრამ რადგან 2014 წელს საქართველოში გამგებლების და მერების არჩევა პირდაპირი გზით პირველად მოხდა, ივანიშვილი იმედოვნებს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ მიმართულებით პროგრესი სახეზე იქნება.
აღნიშნულ თემაზე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ამბროლაურში მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ერთ–ერთი ადგილობრივი მკვიდრის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.
"ჩვენ დავიწყეთ ეს რეფორმა, ჩვენ დროს მოხდა გამგებლების ასეთი მასობრივი არჩევა, მარტო დიდ ქალაქებში ირჩეოდა მერი და ჩვენ დავიწყეთ ევროპულად თვითმმართველობის სისტემის დაფუძნება. ეფექტურობაზე, დღეს რა თქმა უნდა, არ არის ეს ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა იყოს კიდევ რამდენიმე წლის შემდგომ. ამ რეფორმას სჭირდება გაგრძელება, გაღრმავება. ეს არის საფუძველი იმისა, რომ ადგილებზე პოლიტიკოსებიც გაიზარდონ, საზოგადოებაც უფრო აქტიური იყოს, რომ არჩეულ მერს და გამგებელს უფრო იოლად დაინახავთ, რამდენად ეფექტურია, ისიც უფრო მეტს მოისურვებს და მოინდომებს, როდესაც თქვენზე იქნება დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ეს რეფორმა უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს და დაიხვეწოს. ძალიან ბევრ გამგებელს, ძალიან ბევრ ახალ არჩეულს, არ აქვს მართვის ჩვევები, ძალიან რთულია საკადრო პოლიტიკა და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. არ არის ის დონე მართვის, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, პირველი მერცხლები, რომ ახლად არჩეულები არიან. დროში გაიზრდებიან და მეტს ისწავლიან, მაგრამ იმიტომ, რომ რთულია და შეცდომებიც არის დაფიქსირებული და არც ისე ეფექტურად იმართება ხშირად რეგიონებში – ადგილობრივი მმართველები, გამგეობა თუ საკრებულო მაქვს მხედველობაში – ამისთვის უარი კი არ უნდა ვთქვათ, უნდა გავაღრმავოთ, განვითარდეს, მეტი ვისწავლოთ და უკეთ მოვმართოთ,"– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.