საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობას" "შიშსა და სიკვდილზე ჰქონდათ დაფუძნებული თავისი დემოკრატია".
აღნიშნულ თემაზე ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ამბროლაურში მოსახლეობასთან და ჟურნალისტებთან შეხვედრისას, ერთ–ერთი ადგილობრივი მკვიდრის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ისაუბრა.
"მის [სააკაშვილის] მეუღლეს რომ წამოცდა, მიშა ისეთი კაცია, კი არ წამოცდა, თქვა – მეუღლე, რომელიც ზუგდიდში იყრის, სააკაშვილის მეუღლე, მაჟორიტარტობის კანდიდატია ზუგდიდში – და მისი განცხადება რომ წამოვწიოთ, სააკაშვილი ის კაცია, ვისიც საქართველოს მოსახლეობას უნდა ეშინოდეს, აი ამ შიშსა და სიკვდილზე ჰქონდათ დაფუძნებული თავისი დემოკრატია და ამას აცხადებს დღეს გვარამია, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ სისტემის მართვაში და დღეს "თავისუფალს მედიას" წარმოადგენს, საიდან, როგორ, ორჯერ მიტაცებულ ტელევიზიაში რა უნდა მაგას დირექტორად, აბა არ არის სასაცილო? არ არის ღიმილის მომგვრელი?"– განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.