2012 წელს კოალიციის გამარჯვების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" 6 თვეში უნდოდა გადატრიალების მოწყობა, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რაჭაში, ჟურნალისტებთან და ადგილობრივებთან შეხვედრის დროს.
ივანიშვილის განცხადებით "ნაციონალური მოძრაობა" გუნდში ხალხს რევოლუციის მოწყობის დაპირებით ამაგრებდა. მისივე თქმით, წელს ბოლო შემოდგომაა პარტიისთვის და "ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი არ აქვთ რომ ხელისუფლება აიღონ".
"გახსოვთ ჩემი პრემიერობის დროს კანონმდებლობა როგორ შევცვალეთ, პრეზიდენტს რომ ჰქონდა გადაჭარბებული უფლებები, მაშინაც კარგი ტრიუკები ჩავუტარეთ სხვათა შორის, მაგათ გუნდს. ამ კანონმდებლობას ისე ვერ ვცვლიდით, "ნაცების" მხარდაჭერის გარეშე და ბოლო წუთამდე კარგად ვათამაშეთ და ბოლო წუთს თვითონ იყვნენ გაოგნებულები თუ როგორ დაგვიჭირეს მხარი. გაზაფხულზე რომ ვერ მოახერხებდნენ გადატრიალების მოწყობას, შემოდგომამდე მოითმინეთ - ამით ამაგრებდნენ გუნდს. შემოდგომაზე არ გამოუვიდოდათ და ისევ გაზაფხულამდე აიმედებდნენ. ახლა დარჩა ბოლო შემოდგომა და რა თქმა უნდა, კუთხეში არიან შეყრილები და ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით, ლეგიტიმურად არავითარი შანსი მათ არ აქვთ რომ ხელისუფლება აიღონ. შესაბამისად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. უარესი შედეგი მათ შეიძლება ისიც იყოს, რომ პარლამენტშიც ვერ შევიდნენ. ერთადერთი რაზეც აქცენტი შეიძლება გააკეთონ, ეს არის ძალადობა. ის კაცი უკრაინიდან გამოდის და დაუფარავად რაღაცეებს გვმოძღვრავს, "თავისუფალი ტელევიზიიის", "რუსთავი 2"-ის დირექტორიც ვნახეთ რა დღეშია. შესაბამისად, ცდუნება აქვთ ძალიან დიდი, მაგრამ რესურსი არ გააჩნიათ და ვერაფერსაც ვერ იზამენ. იქნება ალბთ, პროვოკაციები მაგრამ ეს იქნება მინი პროვოკაციები, მეტი რესურსი მათ არ აქვთ", - განაცხადა ივანიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.