ტექნოპარკში ინოვაციური ბიზნესისთვის, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ფინანსური ინსტრუმენტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ღონისძიების მიზანია ინფორმაცია მიეწოდოთ კომერციულ ბანკებს, ინოვაციების განვითარებით დაინტერესებულ ყველა პირს, თუ როგორ უნდა მოახდინონ აპლიკაციების გაკეთება და შემდგომ ფინანსების მიღება იმ 24 მილიარდიანი ფონდიდან, რომელზეც საქართველოს წვდომა მას შემდეგ გაეხსნა, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ასევე პროგრამას ,,ჰორიზონტი 2020“.
,,ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ეძლევა შესაძლებლობა ევროპულ ფონდებზე წვდომის. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციური ბიზნესის დაფინანსებაზე, კვლევების დაფინანსებაზე - ეს არის ძალიან მაღალრისკიანი ბიზნესი და შესაბამისად, კომერციულ ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს სჭირდებათ განსაკუთრებული ცოდნა და მხარდაჭერა იმისთვის, რომ აღნიშნული განახორციელონ. სწორედ ამისთვის შექმნილია InnovFin - ეს არის პროგრამა, რომელიც კომერციულ ბანკებს, იმ ინსტიტუტებს, ვისაც სურვილი აქვთ, რომ დააფინანსონ ინოვაციური პროექტები მხარში უდგება და შესაბამისი სპეციალური საგარანტიო პროგრამებით ახდენს გარანტირებას იმისა, რომ აღნიშნული სესხები იქნება დაბრუნებული.
ასევე სხვა მრავალი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ინოვაციური პროექტების განვითარებისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გარდა კომერციული ბანკებისა, პირდაპირ შეეძლებათ პროექტების წარდგენა მომავალში უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებს და ყველა იმ დაწესებულებას, ვინც დაინტერესებულია ინოვაციური ბიზნესიდეების და კვლევების განვითარებით”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლები, ფინანსური ოფიცრები, ინოვაციური კომპანიების მენეჯერები, ფინანსური შუამავლები, ქართული სტარტაპები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.