რამდენიმე დღეში კუს ტბის განახლებული საბაგირო გზა ამოქმედდება
15-09-2016, 08:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უახლოეს პერიოდში თბილისს განახლებული კუს ტბის საბაგირო გზა მოემსახურება. თბილისის მერიის ცნობით, რამდენიმე დღეა საბაგირო სატესტო რეჟიმში ამუშავდა.

 

 

როგორც უწყებაში აცხადებენ, ტესტირებისას, საბაგირო გზაზე გონდოლების მოძრაობის შეფერხება გამოიწვია ხე-მცენარეებმა, შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ და თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მხოლოდ იმ ტოტების შეჭრას, რომელიც ხელს უშლის გონდოლის გამართულ მოძრაობას.

 

 

მიმდინარე სამუშაოები დღეს ადგილზე თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ გამწვანების სამსახურის უფროსთან, ნინო სულხანიშვილთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორთან, ნუგზარ ჭეეიშვილთან ერთად დაათვალიერა.

 

 

„რამდენიმე დღეში ამოქმედდება საბაგირო, რომელიც ჭავაჭავაძის გამზირს კუს ტბასთან აკავშირებს. ახლა მიმდინარეობს ტესტირების რეჟიმი. ზედამხედველობის სამსახური აკვირდება პროცესს, რომ უსაფრთხოების ნაწილი იყოს მაქსიმალურად დაცული. გარდა ამისა, უსაფრთხოებისთვის ვაკის პარკში რამდენიმე ხე-მცენარე საჭიროებს სხვლა-ფორმირებას და ეს პროცედურები განხორციელდება უახლოეს დღეებში და ტესტირების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს ექნებათ საშუალება ამ საბაგიროს საშუალებით გადაადგილდნენ. ეს არის ერთ-ერთი კარგი პროექტი, რომელიც თბილისელებისთვის შექმნის უფრო მეტ კომფორტს“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

 

კუს ტბის საბაგიროს რეკონსტრუქციას ახორციელებს შპს „ბაგირმშენი“. აღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 1 100 000 ლარს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი