ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 30 აგვისტოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც სამტრედიის პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე წინასწარ პატიმრობაში რჩება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული პოლიციელის, გოდერძი თევზაძის ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ სტურუა მოკლული იყოს. როგორც თევზაძის ადვოკატმა, ლედი ტუკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ის პირები, რომლებმაც დემურ სტურუას გარდაცვალებამდე წერილი დააწერინეს, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფია ნახსენები. მისივე თქმით, დემურ სტურუას დაზიანებები სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე აქვს მიყენებული რაც ასევე ეჭვებს ბადებს.
პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ჩადენაში ბრალდებული, ძებნაში მყოფი გოდერძი თევზაძე მიმდინარე წლის 13 სექტემბერს დააკავა, რომელიც ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში.
„7 აგვისტოს, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, გოდერძი თევზაძემ სამტრედიის რაიონულ სამმართველოში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიბარა დემურ სტურუა, რომელთანაც მანამდე ჰქონდა სამსახურებრივი ურთიერთობა.
მისი დაშინებისა და ზემოქმედების მოხდენის მიზნით, გ.თევზაძემ დ.სტურუა უკანონოდ ჩაისვა სამსახურებრივ ავტომანქანაში, წაიყვანა სოფელ იანეთის მიმართულებით, ნაკლებად დასახლებულ ადგილას, სადაც დემურ სტურუას დაემუქრა დანაშაულის დაბრალებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სთხოვდა პოლიციასთან თანამშრომლობას.
აღნიშნულის შედეგად დემურ სტურუამ მიიღო თვითმკვლელობის გადაწყვეტილება“,-აცხადებენ პროკურატურაში.
დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით 7 აგვისტოს დაასრულა. გარდაცვალებამდე მან წერილი დატოვა, სადაც სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.