საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება 
15-09-2016, 09:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა.

 

 

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის არ შეიცვლება და და 37 000-მდე დარჩება.

 

 

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება.

 

 

„გადაწყდა, რომ შეიარაღებული ძალების რაოდენობა დარჩეს ის, რაც იყო, ანუ არა უმეტეს 37 000-სა. ეს არის ის რაოდენობა, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი შეთანხმება. რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი შეთანხმება პარლამენტთან", - განაცხადა სხდომის შემდეგ ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, კაპანაძის თქმით, დასახულია საკმაოდ რეალისტური გეგმები.

 

 

„რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული ქვეყნის თავდაცვაზე და არა შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე“,- დასძინა ვახტანგ კაპანაძემ.

 

 

სხდომას ესწრებოდნენ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი