თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფელ ძევრის საჯარო სკოლას ეწვია და მოსწავლეებს, პედაგოგიურ კოლექტივს, მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
თერჯოლის მუნიციაპლიტეტის გამგეობის ცნობით, თეიმურაზ ჯაფარიძემ, გამგებლის წარმომადგენელმა ძევრის ადმინისტრაციულ ერთეულში ფრიდონ კუტალაძემ და სხვა სტუმრებმა სერთიფიკატები და დიპლომები გადასცეს წარმატებული მოსწავლეებს, ხოლო 13 პირველკლასელს - კომპიუტერები.
სკოლის დირექტორმა, მანუჩარ ფანჩულიძემ გასული წლის მოკლე მიმოხილვა გააკეთა. სკოლის 16 კურსდამთავრებულიდან 12 ჩაირიცხა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ხოლო 4 პროფესიულ კოლეჯში.
გამგეობის ცნობით, სოფელ ძევრის საჯარო სკოლას, პედაგოგიური საბჭოს ინიციატივით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ძევრელი გმირის უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.